იმისათვის,
რომ კარგი ორატორი გახდეთ და ეს მისწრაფება სწრაფად და წარმატებითგანახორციელოთ, საჭიროა
მინიმუმ 4 წესის დაცვა.
1)
ლაპარაკი, საჯარო გამოსვლა დაიწყეთ დაჟინებული და ძლიერი
სწრაფვით, რათა მიაღწიოთ დასახულ მიზანს. გახსოვდეთ მთელი ის სარგებელი, რასაც სწავლის
პროცესში ჩადებული ძალისხმევა მოგიტანთ. აიმაღლეთ განწყობილება, იფიქრეთ იმაზე, თუ
რისი მოცემა შეუძლია ამას ფინანსურ და სოციალურ სფეროში.
2)
მყარად უნდა ვიცოდეთ ის, რის შესახებაც უნდა ვილაპარაკოთ.
ემზადეთ გამოსასვლელად. რადგან თავს ვერ იგრძნობთ დაჯერებულად, თუ კარგად არ გეცოდინებათ
ის რაზეც უნდა ისაუბროთ.
3)
მხოლოდ განწყობა არ წარმოქმნის ქმედებას, ქმედებას შეუძლია
ასევე განწყობის შექმნა. გამოავლინეთ თავდაჯერებულობა. იმოქმედეთ ისე, თითქოს მართლაც
გამბედავი იყოთ, დაძაბეთ საამისოდ მთელი ნებისყოფა და იმ შიშის შემოტევას, ეჭვის გარეშეა,
ძალის მოზღვავება შეცვლის.
4)
ვარჯიშით, ხანგრძლივი ვარჯიშით მიიღწევა საკუთარი თავის
ფლობის და ცივი გონებით განსჯის უნარი.
ივარჯიშეთ, ეს ყველაზე მთავარია მიზნის მისაღწევად. შიში საკუთარი თავისადმი
ურწმუნოების ნაყოფია, დაურწმუნებლობა გამოწვეულია თქვენი შესაძლებლობების არცოდნით,
ეს კი გამოცდილების უქონლობის შედეგია. დააგროვეთ წარმატებული ცდების მარაგი და შიშიც
გაქრება.
ემზადო, ეს ნიშნავს - იფიქრო, გამოიტანო აზრი, გაიხსენო გამოარჩიო მათგან
ზოგიერთი, რომელიც თქვენ განსაკუთრებით გიზიდავთ, დახვეწოთ ისინი, დაალაგოთ გარკვეულ
წესზე, შექმნათ თავისებური მოზაიკა.
სიტყვის მომზადება მხოლოდ ხავერდოვანი ფრაზების ნაკრებს კი არ წარმოადგენს
არამედ თქვენი აზრების, იდეების, მრწამსისა და ზრახვების ნაზავს.
თემა წინასწარ ისე უნდა შევარჩიოთ, რომ გვქონდეს თავისუფალ საათებში მისი
მოფიქრების დრო. მას შვიდი დღე ღამის განმავლობაში ნუ მოიშორებთ თავიდან, დაე მას დასტრიალებდეს
თქვენი ფიქრი დაძინების წინ. იფიქრეთ ამაზე დილით, როდესაც წვერს იპარსავთ, როდესაც
აბაზანას ღებულობთ, როდესაც ქალაქის ცენტრში
მიემგზავრებით, როდესაც ელოდებით ლიფტს, საუზმესა და დავალებებზე, აუთოებთ ანდა სადილს
ამზადებთ. განსაჯეთ ეს თემა მეგობრებთან ერთად. აქციეთ ის მსჯელობის საგნად, დაუსვით
თავს ყველა შესაძლო კითხვა მოცემულ საკითხზე.
თემის მომზადებისას სათაურს ვაწერთ დიდ კონვერტზე. თ კითხვისას რაიმე ღირებულს
ვიპოვით რომელიც გამოსვლების თემებიდან რომელიმეს ეხმიანება ამოვწერთ და ვდებთ შესაბამის
კონვერტში. თუ თემა დიდია გამოვყოთ მისი ერთ ერთი ასპექტი და შევეცადოთ განვცავითაროთ,
გავშალოთ იგი.
უბის წიგნაკი სულ თან უნდა ვიქონიოთ და თუ სადმე ისეთ რამეს გავიგონებთ,
რაც ამ საკითხს შუქს ჰფენს, მაშნვე ვაკეთებთ ჩანაწერს, შემდეგ კი ვდებთ კონვერტში.
ამყველაფერმაშეიძლება თავის ადგილზე წელიწადი და მეტიც დაჰყოს. როცა სიტყვით გამოსვლისთვის
ვემზადებით, ვიღებთ ყველაფერს რაც აქამდე დაგროვდა. ჩვენი საკუთარი დაკვირვების შედეგებთან
შერწყმით ზოგ რამეს დავუმატებთ, ზოგსაც მოვაკლებთ. ეს ჩვენ საკმარის მასალას მოგვცემს
თან ის არ დაკარგავს თავის მნიშვნელობას. ასევე მნიშვნელოვანია ჩავიწეროთ ჩვენი გამოსვლა
და მოვუსმინოთ საკუთარ თავს.
ორატორულ ხელოვნებაში დაოსტატების მიზნით ერთ-ერთ ვარიანტად შეგიძლიათ
თქვენი ოჯახის წევრებთან ერთად იმპროვიზირებული გამოსვლა გამოვიყენოთ.
საჯარო გამოსვლის
ეფექტურობისთვის:
1)
ხმამაღლა წაიკითხეთ სხვადასხვა ტექსტი, სცადე აზრის
მკაფიოდ და დამაჯერებლად გადმოცემა.
2)
შეცვალეთ ინტონაცია ხმა ხან აიმაღლეთ ხან დაიდაბლეთ.
3)
შეცვალეთ საუბრის ტემპი ხან აჩქარდით ხან შეანელეთ.
4)
მნიშვნელოვანი აზრის გადმოცემის წინ და მის შემდეგ გააკეთეთ
პაუზა.
გამოსვლის წინ აუცილებელია მოკლევადიანი შესვენება, ვინაიდან დაღლილი ორატორი
არ ფლობს არავითარ ენერგეტიკულ და მიმზიდველ თვისებებს.
გამოსვლისას უნდა მოვიქცეთ ბუნებრივად ისე როგორც ვიწრო თანამოსაუბრეთა
წრეში ვსაუბრობთ. ამას რომ მივაღწიოთ შეგვიძლია გამოვიყენოთ შემდეგი ხერხები.
შუა გამოსვლის დროს ამბობთ „გინდათ იცოდეთ როგორ დაგიმტკიცებთ ამას? მე
გამაჩნია დამაჯერებელი მტკიცებულებანი, აი ისინი!!! და შემდეგ გასცემთ წამოსულ კითხვებზე
პასუხებს.
საჯარო გამოსვლის დროს კარგ დახმარებას გაგიწევთ აგრეთვე გულწრფელობა,
აღმაფრენა, თავდაჯერებულობა, როდესაც ადამიანი თავისი გრძნობების ზეგავლენის ქვეშ იმყოფება,
ის ლაპარაკობს ჭეშმარიტებას, იმას რასაც ფიქრობს.
ყოველი გამოსვლა
ასახავს ოთხ მიზანს
1)
რაიმე საკითხის გაშუქება
2)
შთაბეჭდილებათა მოხდენა და დარწმუნება
3)
გარკვეული მოქმედების განხორციელების მიღწევა
4)
გართობა
სიტყვაშ სამ ფაქტორს ენიჭება მნიშვნელობა
-
ვინ ლაპარაკობს
-
როგორ ლაპარაკობს
-
რას ლაპარაკობს
ამ
ფაქტორებიდან ყველაზე ნაკლებ მნიშვნელოვანია მესამე. მაგალითისთვის მოვიყვან ცნობილი
პიროვნებების გამონათქვამებს:
·
ინგლისის პარლამენტში მოდად იქცა ძველებური ანდაზა „მთავარი
ის კი არ არის, თუ რას ლაპარაკობთ, არამედ ის, თუ როგორ ლაპარაკობთ“ ამბობდა (კვინტილიანე)
·
„მჭერმეტყველებაში მთავარია მეტყველების მანერა და არა
სიტყვები“ (ალბერტ ხაბარდი)
გამოსვლის აზრი უფრო გასაგები რომ გავზადოთ: უნდა ვილაპარაკოთ იგავებით,
ციფრების მოყვანისას ვადარებთ რაიმე ციფრს რომელიც უფრო ახლოა მსმენელისთვის. სპეციალურ
ტერმინებს უნდა ავარიდოთ თავი. ასევე აუცილებელია, რომ მივმართოთ მეტ ილუსტრაციას.
გადმოცემული აზრის გაგებისთვის უნდა მივმართოთ ელემენტარულ ნახატებს. ხელს უწყობს ერთი
და იგივე აზრის გამეორება სხვადასხვა სიტყვებით. მოგვეხმარება საერთო კატეგორიების
გამოყენება როგორიცაა (მომღერლები, სპორჩმენები, მეცნიერები და სხვა.)
ეს განმარტებები ორატორის შესახებ ძალიან დამეხმარა დავალების დასაწერად. გმადლობთ და ასე განაგრძეთ
ReplyDelete