ანეკდოტი


ანეკდოტი (ბერძ. ანეკდოტოს) არის გასართობად შეთხზული, გამოუქვეყნებელი, მოკლე მოთხრობა, სასაცილო ამბავი.
 არსებობს ანეკდოტის მოყოლის განსაკუთრებული წესები. იგი შეიძლება წარმოითქვას ადამიანთა ვიწრო წრეში კონფიდენციალურად, ახლობლებს შორის ან საჯაროდ- ფართო აუდიტორიის წინაშე.

ანეკდოტს რომელსაც წარმოთქვამენ საჯაროდ, ხმამაღლა, ადამიანთა ფართო წრის თანდასწრებით:
¾     არ უნდა იყოს უხამსი. ის რაც შეიძლება მოუყვეთ ახლობლებს, არ შეიძლება თქვათ საჯაროდ. ოფიციალური შეხვედრის დროს.
¾     უნდა გადმოიცეს საშუალო ტემტემპით, რიტმისა და პაუზის დაცვით, ინტონაციის, ტონის დიქციისა და ტემბრის სწორი შერჩევით. მთხრობელი ანეკდოტის მოყოლის დროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იცინოდეს. შეიძლება ღიმილი და ისიც მოყოლის შემდეგ. სრულებით არ არის საჭირო წინასწარ იმის თქმა, რომ ანეკდოტი მეტად სასაცილოა;
¾     უნდა იყოს სხარტი;
¾     არ უნდა შეიცავდეს ისეთ ქარაგმულ, დამცინავ სიტყვებს, რომელიც ლახავს დამსწრეთაეროვნულ და პროფესიულ ღირსებას.
¾     უნდა გადაიცეს დამაჯერებლად, შეძლებისამებრ არტისტულად. დაუშვებელია ენის ბორძიკი და დაბნეული ლაპარაკი.
¾     თუ იგი პერსონაჟს, ამა თუ იმ ერს, ან ეთნიკურ ჯგუფის წარმომადგენელს ეხება, მაშინ მთხრობელი გარეგნულად  და მეტყველებით ამ პერსონაჟს (კახელს, გურულს, რაჭველს და ა.შ) უნდა დაემსგავსოს.
¾     ანეკდოტის მოყოლის შემდეგ ნუ დაამატებთ რაიმეს თქვენი მხრიდან. თავი აარიდეთ კომენტარებს. გააკეთეთ პაუზა.

ანეკდოტის მოყოლის საბაბი შეიძლება იყოს:
¾     კომპანიაში შექმნილი სიტუაცია, რომელმაც უშუალოდ გამოიწვია ამ ანეკდოტის გახსენება. ამ შემთხვევაში თქვენ იწყებთ მოყოლას შესავლით.:
„სხვათა შორის ამ სიტუაციამ მე გამახსენა ერთი ანეკდოტი...“
„სხვათა შორის, ამ თემაზე არსებობს ანეკდოტი ....“ და ა.შ.
¾     საუბრის დროს გაჩენილი მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი პაუზის დროს, შეიძლება მოსწრებულად ნახმარი ანეკდოტი დაგეხმაროთ.
„იცით რა ამას წინათ ასეთი ანეკდოტი მოვისმინე...“
„სხვათა შორის, იცით თუა არა თქვენ ახალი ანეკდოტი ... ამის შესახებ ...“

ანეკდოტი მოყოლილი წინა მთხრობელის მიერ შეიძლება ასე გააგრძელოთ:
„სხვათა შორის, გთავაზობთ კიდევ ერთ ანეკდოტს ამ თემაზე...“
„ამ თემაზე კიდევ ერთი ანეკდოტი მომაგონდა ...“ და ა.შ.

ანეკდოტის მოსმენის წესები:
¾     მთხრობელს ბოლომდე მოუსმინეთ ნუ შეაწყვეტინებთ;
¾     მოყოლის დროს ნუ ჩაურთავთ კომენტარებს;
¾     ნუ განაცხადებთ, რომ ეს ანეკდოტი თქვენთვის ცნობილია, რომ ის ძველია;
¾     პატივისცემით განეწყვეთ მთხრობელის მიმართ, ყურადღებით მოუსმინეთ, აგრძნობინეთ რომ ანეკდოტი და მთხრობელი მოგეწონათ.
¾     რაც უფრო ადრე ჩაწვდებით ანეკდოტის არსს და გააკეთებთ სწორ რეაგირებას (სიცილით, ღიმილით, თანხმობით), მით უკეთესი ეს თქვენს მახვილგონიერებასა და ინტელექტზე მიანიშნებს.
¾     დამსწრეებთან ერთად გაიცინეთ ან გაიღიმთ, აჰყევით განწყობილებას, ხელი შეუწყვეთ საერთო მხიარულ ატმოსფეროს.

No comments:

Post a Comment