საჯარო გამოსვლის აგების ზოგადი გეგმები

საჯაროდ გამოსვლის აგების ზოგადი გეგმები

გეგმა  N 1
1)      თეზისი
2)      ფაქტებზე დაყრდნობა
3)      მათგან გამომდინარე მოსაზრების განხილვა
4)      მოწოდება მოქმედებისკენ
გეგმა N 2

1)      რაიმე უარყოფითი ფაქტის დემონსტრირება
2)      ჩვენება, როგორ აღმოვფხვრათ ეს ფაქტი
3)      თხოვნა თანამშრომლობის შესახებ.
გეგმა N 3

1)      ინტერესის და ყურადღების მიპყრობა
2)      ნდობის მოპოვება
3)      ფაქტების ჩამოთვლა
4)      იმ მოტივების მოყვანა, რომლებიც მოქმედებისკენ გვიბიძგებენ და სხვა
ნებისმისმიერი ორატორი საჯარო გამოსვლის დასაწყისსა და დასასრულს განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია. განვიხილოთ ისინი ცალ-ცალკე.

როგორ დავიწყოთ საჯარო გამოსვლა

1)      გამოსვლის დასაწყისი წინასწარ გულდასმით უნდა მოვამზადოთვინაიდან გამოსვლის სწორედ ეს ნაწილია ყველაზე რთული და ამავე დროს მნიშვნელოვანი.
2)      შესავალი უნდა იყოს მოკლე, რაც შეიძლება ლაკონურად შეეხეთ თქვენი გამოსვლის არსს.
3)      გამოსვლის დაწყება შეიძლება იუმორისტული მოთხრობითაც იგი უნდა ჩავრთოთ არა მხოლოდ მათი მოყოლის მიზნით, არამედ საჭიროებისამებრ - თემის შესაბამისად. იუმორი ტორტზე წასმული მინანქარია და არა თვით ტორტი.
4)      გამოსვლისას ნურასოდეს დაიწყებთ ბოდიშის მოხდით, რადგან ეს შეურაცხყოფს თქვენს მსმენელებს და აღიზიანებს მათ. ილაპარაკეთ კონკრეტულად იმის შესახებ, რის თქმაც გწადიათ.
5)      არ უნდა დაიწყოთ გამოსვლა მეტისმეტი ფორმულირებით, ის უნდა გამოიყურებოდეს თავისუფლად და ბუნებრივად.

როგორ მივიპყროთ ყურადღება

1)      მსმენელთა ცნობისმოყვარეობის აღძვრით
2)      საინტერესო ისტორიის გადმოცემით
3)      კონკრეტული ილუსტრაციის მოშველიებით
4)      რაიმე საგნის გამოყენებით
5)      შეკითხვის დასმით
6)      რაიმე საინტერესო ციტატის მოყვანით
7)      იმის ჩვენებით რომ გამოსვლის თემა დაკავშრებულია მსმენელთა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებთან.
8)      რაიმე ფაქტის დასახელებით.


როგორ დავასრულოთ საჯარო გამოსვლა

1)      სიტყვის დაბოლოება, სინამდვილეში, მის უმთავრეს სტრატეგიულ ელემენტებად გვევლინება, მსმენელები, პირველ ყოვლისა, დაიმახსოვრებენ იმას, რაც სიტყვის თავში და ბოლოს იქნება ნათქვამი.
ისეთი ბრწყინვალე ორატორებიც კი, როგორებიც ვებსტერი, ბრაიტი და გლასტონი იყვნენ, აუცილებლად თვლიდნენ, წინასწარ დაეწერათ და თითქმის დაეზეპირებინათ თავიანთი გამოსვლის შესავალი და ბოლო სიტყვები.
2)      ნუ დააბოლოვებთ თქვენს გამოსვლას სიტყვებით „ აი, დაახლოებით ყველაფერი, რაც მინდოდა თქვენთვის მეთქვა ამ საკითხთან დაკავშირებით, ასე რომ ნება მომეცით, ამით დავამთავრო“ დიახ, დიახ დაამთავრეთ მაგრამ ნუ იტყვით, რომ დამთავრებას აპირებთ.
3)      თქვენი სიტყვების დაბოლოება წინასწარ გულმოდგინედ მოამზადეთ. გადაიმეორეთ ის, დაისწავლეთ სიტყვა-სიტყვით, თუ როგორ დაასრულოთ. სიტყვა დაამთავრეთ მოსწრებულად, ნუ დატოვებთ მას დაუმთავრებელსა და ბოლომოკვეცილს კიდეებჩამოშლილ ქვიშის გროვის მსგავსად.
4)      მოამზადეთ კარგი დასაწყისი და დასასრული და ისე მოიქეცით, რომ ისინი აზრობრივად ებმებოდეს ერთიმეორეს. გამოსვლა ყოველთვის შეწყვიტეთმანამდე ვიდრე ამას თქვენი მსმენელები გაგრძნობინებენ. გახსოვდეთ: „პოპულარობის  პიკის მიღწევის შემდეგ ძალიან ხშირად გვეუფლება მობეზრების გრძნობა“.
5)      დაბოლოების ზოგიერთი ვარიანტებია:
¾     რეზუმეს გაკეთება, ხელახლა გამეორება და იმ ძირითადი დებულებების მოკლედ გადმოცემა, რომლებსაც თქვენს გამოსვლაში შეეხეთ.
¾     მოქმედებისკენ მოწოდება
¾     მსმენელთა მიმართ შესაფერისი კომპლიმენტის გამოთქმა
¾     მსმენელთა გამხიარულება
¾     შესაფერისი პოეტური სტრიქონების ციტირება
¾     ბიბლიიდან ციტატის მოყვანა
¾     კულმინაციური მომენტის შექმნა

No comments:

Post a Comment