ზოგჯერ თქვენ გიხდებათ ამა თუ იმ ოფიციალური პირის წარდგენა აუდიტორიის,
ადამიანთა ვიწრო ან ფართო წრის წინაშე.
მაგალითად, ჯგუფს უნდა წარუდგინოთ
მოწვეული საპატიო სტუმარი, ან საზეიმო სხდომაზე, შეკრებაზე მოსულია ცნობილი საზოგადო
თუ პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც სიტყვითუნდა გამოვიდეს დამსწრეთა წინაშე.
სხვათა შორის, ოფიციალური სტუმრის წარდგენა ბევრ რამეში წააგავსსახოტბო
სიტყვას, რადგან სტუმრის მიღებისა და წარდგენის ეტიკეტი, სახოტბო სიტყვის მსგავსად
მოითხოვს ისეთ დახასიათებას, რომელიც გვაჩვენებს, რაოდენ საინტერესო, სიმპათიური, მიმზიდველი
და საქმის მცოდნე პიროვნებაა სტუმარი. მაგრამ, ამავე დროს არის გარკვეული თავისებურებაც,
რაც სტუმრის წარდგენის პროტოკოლში უნდა იყოს გათვალისწინებული.
1)
წარდგენის შესავალში უნდა იყოს
-
„ძვირფასო, პატივცემულო კოლეგებო ...
-
ბატონებო, დღეს ჩვენთან მობრძანდა...
-
ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ... ( დაასახელეთ სტუმრის
სახელი და გვარი, თანამდებობა, წოდება, დამსახურება და ა.შ.)
2)
მიუთითეთ სად მუშაობს - საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, სამეცნიერო
თუ კულტურის სფეროს დარგში. რით არის ცნობილი ის და ა.შ.
3)
აღნიშნეთ, საიდან არს წარმოშობით, სად დაიბადა და გაიზარდა.
ანუ ძალიან მოკლედ მიაწოდეთ აუდიტორიას სტუმრის ბიოგრაფიული მონაცემები.
4)
მიუთითეთ რა კავშრი აქვს სტუმარს თქვენს დაწესებულებასთან
( დავუშვათ, დამთავრებული აქვს თქვენი სასწავლებელი... რომ, მას კარგად იცნობთ... მისი
ნაწარმოებით (თუ მწერალია), თავისი მოღვაწეობით (თუ პარლამენტარია) და ა.შ.
5)
მოკლედ მიუთითეთ მის დადებით თვისებებზე (ის ცნობილი
მსახიობია, შესანიშნავი სპორცმენია, განთქმული პოლიტიკური მოღვაწეა და ა.შ. მისი შემოქმედება,
მოღვაწეობა გამოირჩევა.... ის შესანიშნავი პოროვნებაა.
6)
მადლობა გამოუცხადეთ სტუმარს მოსვლისთვის;
-
ნება მიბოძეთ თქვენი სახელით უღრმესი მადლობა გამოვუცხადო
ჩვენთან მობრძანებისთვის...“
7)
გამოაცხადეთ შეხვედრის პროგრამა:
-
„ჩვენი სტუმარი გამოვასიტყვით... შესახებ;
-
„გამოთქვამს თავის მოსაზრებას... შესახებ;
8)
მიეცით სიტყვა სტუმარს.
შენიშვნა
პიროვნებას, რომელიც აუდიტორიას, სტუმარს წარადგენს, უნდა შეეძლოს მკაფიოდ,
ლაკონურად, სათანადო ტონისა და ინტონაციის დაცვით აზრის ჩამოყალიბება. თავისი მისასალმებელი
სიტყვით. მან უნდა შექმნას დამსწრეთა შორისსაზეიმო, გულითადი ატმოსფერო.
No comments:
Post a Comment