საპროტოკოლო საჯარო სიტყვა

საპროტოკოლო საჯარო სიტყვა ისეთი გამოსვლაა, რომლის მიზანია ამა თუ იმ ოფიციალური შეხვედრის დროს ადამიანთა საურთიერთობო ნორმების, ეტიკეტის რიტორიკისა და რიტუალის მოთხოვნებისა და წესების დაცვა.
საპროტოკოლო-საჯარო სიტყვა, ქებაზე უნდა იყოს აგებული. ადამიანის შექება შეიძლება: სიკეთისთვის, გონიერებისთვის, მზადყოფნისთვის დაეხმაროს სხვას, სამართლიანობისთვის, კეთილშობილური ურთიერთობისთვის, თანაგრძნობისთვის და ა.შ.
ორგანიზაცია, დაწესებულებაშეიძლება აქოთ: კონკრეტული მიღწევების და კარგი, სამაგალითო ტრადიციების შექმნისთვის, შრომითი მაჩვენებლებისათვის, სანიმუშო მედეგობისთვის, ერთსულოვანი კოლექტივის შექმნისთვის, საუკეთესო ხელმძღვანელისათვის, სანიმუშო ტრადიციების შენარჩუნებისათვის და განვითარებისთვის და ა.შ.
ადამიანთა ჯგუფი ან კოლექტივი შეიძლება აქოთ: ერთიანი სულისკვეთებისთვის, ჯგუფის წევრებს შორის ურთიერთგაგებისა და გულითადი დამოკიდებულებისათვის, ჯანსაღი პრინციპული ატმოსფეროს შექმნისთვის, ტოლერანტული ურთიერთობისათვის, რთულ პირობებში მუშაობის უნარის გამომუშავებისათვის , უროსსა და ხელქვეითებს შორის სამართლიანი ურთიერთობის დამყარებისთვის  სანიმუშო ხელმძღვანელობისათვის, პრინციპულობისა და მაღალი პროფესიული მომზადებისათვის და ა.შ.
საჯარო სიტყვის სახეებია:
1)      საჯარო სიტყვა ოფიციალურ სტუმრებთან შეხვედრისას
2)      სიტყვა ოფიციალური პირის წარდგენისას საზოგადოების წინაშე
3)      სახოტბო სიტყვა, ვინმეს ან რაიმეს მისამართით (პიროვნების, ორგანიზაციის, მეცნიერების, ხელოვნების და ა.შ. მიღწევებთან დაკავშირებით);
4)      ოფიციალური საიუბილეო სიტყვა ბანკეტზე, ნოვაციაზე, პრეზენტაციაზე, საიუბილეო საღამოზე;
5)      სამგლოვიარო სიტყვა;
6)      მისასალმებელი სიტყვა რომელიმე საზოგადოებრივი თავშეყრის , შეკრების მიტინგის ჩატარებასთან (გახსნასთან) დაკავშირებით;
7)      შთამაგონებელი სიტყვა საზეიმო შეკრებაზე, ორგანიზაციის დაწესებულების იუბილეზე. ძველი მეგობრების, თანაკურსელების, კოლეგების შეხვედრაზე.
8)      შესავალი სიტყვარომელიმე მნიშვნელოვანი ღონისძიების ობიექტის, დაწესებულების, ძეგლის, მემორიალური დაფის და ა.შ. გახსნის დროს.
9)      ხელმძღვანელის, უფროსის დამრიგებლური სიტყვა ხელქვეითების, თანამშრომლების შეკრების დროს, მათი საქმიანობაში რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენასთან დაკავშირებით.
10)  დასკვნითი სიტყვა შედეგების შეჯამების, რომელიმე ღონისძიების (სხდომის, კონფრენციის, შეკრების, ბრიფინგის და ა.შ.) დასრულებისას.

საპროტოკო საჯარო სიტყვა უნდა იყოს:
·         მოკლე
·         ზომიერად ენერგიული და ემოციური
·         მსმენელისთვის ამაღელვებელი
·         ორიგინალური
·         კონსპექტის გარეშე წარმოთქმული
·         კეთილშობილური გრძნობების აღმძვრელი, აღფრთოვანების, მადლიერების სიამოვნების მომგვრელი

·         საკამათო საკითხებისგან თავისუფალი.        

No comments:

Post a Comment