საუბარი სუფრასთან, ანუ ტრაპეზი,
როგორც წესი, იშვიათად მიმდინარეობს გულითადობის გარეშე. ასეთმა შეკრებამ უნდა
გაართოს და დაახლოვოს სუფრასთან მსხდომი საზოგადოება. საუბარი კეთილმოსურნე, გულთბილ
დამხიარულ ატმოსფეროში უნდა მიმდინარეობდეს. სუფრის მონაწილეებში ის მხიარულების და
ურთიერთპატივისცემის სურვილს უნდა იწვევდეს.
საუბარი სუფრასთან შეიძლება იყოს საერთო, რომელშიც სუფრის ყველა მონაწილეა
ჩართული, და კერძო - როცა გვერდით მსხდომთა შორის მიმდინარეობს საუბარი.
ეტიკეტის მიხედვით, საუბრის წამოწყება, მით უმეტეს ხმამაღალი და ემოციური, არ არის მიღებული ცხელი კერძების მიწოდებისა და
მირთმევის დროს, რათაის არ გაცივდეს და არ დაკარგოს გემო.
როგორც წესი, საუბარი სუფრასთან ცივი კერძების, დესერტების, ჩაისა და ყავის
მირთმევის დროს უნდა წარიმართოს.
საუბარი სუფრასთან დაბალი ხმით, მაგრამ ჩურჩულის გარეშე უნდა მიმდინარეობდეს,
რათა უნებურად სხვები არ ჩააყენონ უხერხულ მდგომარეობაში.
სუფრის ყველა მონაწილეს უნდა ახსოვდეს, რომ საუბარი მონოლოგი არ არის,
საჭიროა სხვებსაც მივცეთმონაწილეობის, საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება. ამასთან,
სუფრასთან საუბრისას უნდა ერიდოთ ისეთ მწვავე მტკივნეულ საკითხებს, რომლებმაც შეიძლება
გაუფუჭონ სტუმრებს მადა და კარგი განწყობა, თუნდაც ეს მაგიდასთან მჯდომ ერთ ადამიანს
ეხებოდეს.
რა, თქმა უნდა, საინტერესო ამბის, ანეკდოტის კარგი მთხრობელი, მჭევრმეტყველი
და ორატორი სუფრის მონაწილეთა ყურადღების ცენტრში იქნება და იგი საერთო პატივისცემასა
და მოწონებას დაიმსახურებს. მაგრამ, ამავე დროს, სტუმრები უხერხულ მდგომარეობაში რომ
არ ჩააყენოთ, არ ღირს ვულგარული, უხამსი ამბებისა და ანეკდოტების მოყოლა. მით უმეტეს
უნდა ეცადოთ. რომ საუბარი ურთიერთშეურაცხყოფასა და მწვავე კამათში არ გადაიზარდოს და
თუ ამის თავიდან აცილებას მაინც ვერ მოახერხებთ, უფრო მშვიდ საკითხებზე გადაიტანეთ
ყურადღება.
No comments:
Post a Comment