ფსიქოლოგიური ზემოქმედება

ფსიქოლოგიური ზემოქმედება

თანამედროვე   საზოგადოებაში     წარმატების    მიღწევა     წარმოუდგენელია   ეფექტური    ურთიერთობებისა  ( კომუნიკაციის )  და    ამისთვის    საჭირო   უნარის ,  ცოდნის   გარეშე .  თავის   მხრივ ,  ეფექტური   ურთიერთობების   დამყარების   შესაძლებლობა   უკავშირდება   ადამიანის   უნარს ,  გავლენა   მოახდინოს   სხვა ადამიანებზე   და   თავი   დაიცვას   მათი   ზეგავლენისგან .  ყველა   სახის   ურთიერთობა   ადამიანებთან ,  მათ   შორის   ინტერპერსონალურიც ,  წარმოუდგენელია გარკვეული   ზეგავლენის   გარეშე .   შეიძლება   ითქვას ,  რომ   ადამიანებს   შორის   ყველა   სახის   კომუნიკაცია ,  არსობრივად     მანიპულაციის   პროცესს   წარმოადგენს . ყველა   შემთხვევაში   ადამიანი   ელის ,  რომ   ურთიერთობის   პროცესს   საპასუხოდ   მოჰყვეს   ესა   თუ   ის    რეაქცია ,  ქცევა .  სხვანაირად   ურთიერთობას   აზრი   არ   აქვს . ძნელია   მოიყვანო   მაგალითი   ადამიანებს   შორის   ურთიერთობისა ,  როდესაც   მას   არ   უნდოდეს   ამ   ურთიერთობის   შესაბამისი ,  სპასუხო    რეაქციის ,  ქცევის მიღება .    ურთიერთობები   თვით   მეგობრების   წრეშიც   კი   ამ   პრინციპს   ექვემდებარება .

წარმოიდგინეთ ,  რომ     თქვენ    საღამოს    მეგობრებთან    ერთად    ატარებთ .  საუბრობთ   ამა   თუ   იმ   თემაზე ,  იგონებთ   სხვადასხვა   ისტორიას ,  შესაძლოა კამოთობთ   კიდეც ,  მაგრამ   ყველა   შემთხვევაში   თქვენ   მეგობრებისგან   ელით   მარტივ ,  ადეკვატურ   რეაქციებს ,  რადგან   გსურთ ,  რომ   მათთან   ერთად   სასიამოვნო დრო   გაატაროთ .  წარმოუდგენელია ,  რომ   თქვენ   ამგვარი   ურთიერთობის   დროს   გინდოდეთ   ან   ელოდეთ ,  რომ   მეგობარმა   დაიძინოს   ან   ჩხუბი   დაგიწყოთ . როგორც   ვხედავთ    მეგობრებთან   ურთიერთობის   დროსაც ,  თქვენ   რაღაცას   მოელით ,  გინდათ   რომ   მათი   ქცევები ,  თქვენთვის   სასურველი   და   მისაღები   იყოს . ამიტომაც   აბსოლუტურად   ყველა   ურთიერთობა   დაკავშირებულია   სხვა   ადამიანებზე   ზეგავლენის   მოხდენასთან .  ადამიანებზე   ზემოქმედება   კი   სხვა არაფერია ,  თუ   არა   მანიპულაცია .
მანიპულაცია   არის   ფსიქოლოგიური   ზემოქმედება ,  რომლის   მიზანია   ფარულად   აღუძრას   სურვილი ,  წააქეზოს   ადამიანი   განახორციელოს   ისეთი   ქცევა ( მოქმედება ),  რომელიც    მანიპულატორისთვის   არის   სასურველი   და   მის   მიერ   არის   ჩაფიქრებული .
რამდენად   ეთიკურია   ამგვარი   ინსტრუმენტების   გამოყენება ?!  გააჩნია   ვინ   და   რა   მიზნებისათვის   იყენებს   მას . 
საჭიროა თუ არა ამ მეთოდების ცოდნა? ამ შემთხვევაში პასუხი ცალსახაა - საჭიროა, რადგან მათი ცოდნა საშუალებას იძლევა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ადამიანებზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზემოქმედების, მანიპულაციის გზით მიღებული ისეთი შედეგები როგორიცაა: ფსევდოაზროვნება, ფსევდოგანცდა, ფსევდოაღქმა და ა.შ.

დირექტიული   მეთოდები

ეს   არის   პირდაპირი ,  მკაცრი   ბრძანებები   და   ინსტრუქციები ,  როდესაც   ადამიანი   პირდაპირ   გეუბნებათ   რა   უნდა   თქვენგან .  ამგვარი მეთოდები განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როდესაც ბრძანების მიმცემი აღჭურვილია ძალაუფლებით. მანიპულაციის, ზემოქმედების ობიექტი კი მისდამი დაქვემდებარებულია ან მის მიმართ შიშს განიცდის.
აღსანიშნავია ,   რომ    ამგვარი    დამოკიდებულებები    დამახასიათებელია    მართვის   ავტორიტარულ - ექპლოატატორული   და   ავტორიტარულ - პატერნალისტური   სისტემებისთვის   (Rensis Likert - New Patterns of Management   McGraw-Hill Inc.,US. 1961) .

ფარული   სუგესტიური   მეთოდები

თანამედროვე   კომპანიები ,  ახალი   გენერაციის   პოლიტიკოსები   და   ბიზნესმენები ,  რომლებიც   ორიენტირებულნი   არიან   მართვის   კონსულტატურ   ან დემოკრატიულ   ფორმებზე   პირდაპირი   მანიპულაციის   ხერხებს   ნაკლებად   იყენებენ .  თუმცა   ეს   იმას   არ   ნიშნავს ,  რომ   ისინი   საერთოდ   უარს   ამბობენ ზემოქმედების   ხერხებზე .  ისინი   მანიპულაციის   უფრო   დახვეწილ   ფორმებს   მიმართავენ ,  რომლებსაც   გასული   საუკუნის   შუა   პერიოდში   საფუძველი   ჩაუყარა   ცნობილმა   ფსიქოლოგმა   და   ფსიქოთერაპევტმა   მილტონ   ერიქსონმა .
მილტონ  ერიქსონმა  უარი თქვა  ტრადიციულ  ჰიპნოზზე  (რომლის დროსაც ფსიქოთერაპევტს პირდაპირი, დირექტიული ბრძანებების საშუალებით შეჰყავს პაციენტი ჰიპნოტურ მდგომარეობაში) და ადამიანის ტრანსში შესაყვანად უფრო მსუბუქი, ირიბი შთაგონების მეთოდი შეიმუშავა.
ტექნიკისათვის, რომელიც ერიქსონმა შეიმუშავა პრობლემას აღარ წარმოადგენდა ადამიანის ჰიპნობელურობის ფაქტორი. მან კარდინალურად შეცვალა იმპერატიული ბრძანებებისთვის დამახასიათებელი სიტყვიერი ფორმულირებები. ამ ნოვაციამ ერიქსონს საშუალება მისცა, ტრანსში შეეყვანა ისეთი პაციენტებიც, რომლებიც ტრადიციული ჰიპნოზის დროს ეწინააღმდეგებოდნენ პირდაპირ ბრძანებას და მათი ჰიპნოზში შეყვანა ვერ ხერხდებოდა.
        დღეისათვის   ფართოდ   გამოიყენება   ფარული   ზეგავლენის  ( შთაგონების )  მრავალი   სხვადასხვა   მეთოდი ,  რომლთა   უმეტესობა   მილტენ   ერიქსონისგან   იღებს სათავეს . 

სოციალურ - ფსიქოლოგიური   მეთოდები

სოციალურ-ფსიქოლოგიური    მეთოდების    უმეტესობა ,  დამარწმუნებელი   კომუნიკაციის   პროცესში ,  სოციალური   განწყობების   კოგნიტურ   კომპონენტზე ზემოქმედებას   ისახავს   მიზნად .  ეს   მეთოდები  XX  საუკუნის  50- იანი   წლების   მიწურულს   აღმოცენებული   კოგნიტური   შესაბამისობის   თეორიების   პარადიგმებს ემყარება ,  რომლებსაც   კურტ   ლევინისა  (Kurt Lewin)   და   თეოდორ   ადორნოს  (Theodor W. Adorno)  იდეები   უდევს   საფუძვლად .
ყველა ამ თეორიის მიხედვით,  ადამიანის კოგნიტური სისტემა  ეს არის ადამიანის შეხედულებების მოზაიკა, რომელიც  ყალიბდება  მის  ცნობიერებაში აღზრდის და განათლების, გარესამყაროზე დაკვირვების და მისი შემეცნების პროცესში.
გარესამყაროს  შესახებ ინდივიდის  შეხედეულებები   ორგანიზდებიან ურთიერთდაკავშირებულ ინტერპრეტაციებად, რის შედეგადაც  ყალიბდებიან  სხვადასხვა სოციალური განწყობები (attitude), რომლებიც სოციალური ქცევის რეგულატორებს წარმოადგენენ. აქედან გამომდინარე ზემოქმედების მეთოდების სამიზნე, რომელიც კოგნიტური შესაბამისობის თეორიებს ეფუძნება, სოციალური განწყობაა, რადგან ითვლება, რომ ადამიანის სოციალური ქცევები სოციალური განწყობებით დეტერმინირდება.
ამდენად თუ გვინდა, რომ სასურველი მიმართულებით შევცვალოთ ადამიანის ქცევა, უნდა შევცვალოთ თავად სოციალური განწყობა.
მიუხედავად   იმისა ,  რომ   სოციალური   განწყობის   შეცვლის   საკითხში ,  არსებობს   განსხვავებული   შეხედულებები ,  განწყობის   კოგნიტურ   კომპონენტზე ინფორმაციული   ზემოქმედება   უნივერსალურ   პრინციპს   წარმოადგენს .

სოციალურ-ფ სიქოლოგიური    მეთოდების    უმეტესობა ,  დამარწმუნებელი   კომუნიკაციის   პროცესში ,  სოციალური   განწყობების   კოგნიტურ   კომპონენტზე ზემოქმედებას   ისახავს   მიზნად .  ეს   მეთოდები  XX  საუკუნის  50- იანი   წლების   მიწურულს   აღმოცენებული   კოგნიტური   შესაბამისობის   თეორიების   პარადიგმებს ემყარება ,  რომლებსაც   კურტ   ლევინისა  (Kurt Lewin)   და   თეოდორ   ადორნოს  (Theodor W. Adorno)  იდეები   უდევს   საფუძვლად .
ყველა ამ თეორიის მიხედვით,  ადამიანის კოგნიტური სისტემა  ეს არის ადამიანის შეხედულებების მოზაიკა, რომელიც  ყალიბდება  მის  ცნობიერებაში აღზრდის და განათლების, გარესამყაროზე დაკვირვების და მისი შემეცნების პროცესში.
გარესამყაროს  შესახებ ინდივიდის  შეხედეულებები   ორგანიზდებიან ურთიერთდაკავშირებულ ინტერპრეტაციებად, რის შედეგადაც  ყალიბდებიან  სხვადასხვა სოციალური განწყობები (attitude), რომლებიც სოციალური ქცევის რეგულატორებს წარმოადგენენ. აქედან გამომდინარე ზემოქმედების მეთოდების სამიზნე, რომელიც კოგნიტური შესაბამისობის თეორიებს ეფუძნება, სოციალური განწყობაა, რადგან ითვლება, რომ ადამიანის სოციალური ქცევები სოციალური განწყობებით დეტერმინირდება.
ამდენად თუ გვინდა, რომ სასურველი მიმართულებით შევცვალოთ ადამიანის ქცევა, უნდა შევცვალოთ თავად სოციალური განწყობა.
მიუხედავად   იმისა ,  რომ   სოციალური   განწყობის   შეცვლის   საკითხში ,  არსებობს   განსხვავებული   შეხედულებები ,  განწყობის   კოგნიტურ   კომპონენტზე ინფორმაციული   ზემოქმედება   უნივერსალურ   პრინციპს   წარმოადგენს .

2 comments:

  1. ჩემი გვერდიდან რომ აკოპირებთ იქნებ გვარი მაინც მიუთითოთ!!!
    https://paatachakhnashvili.blogspot.com/p/blog-page_6.html

    ReplyDelete
  2. ჩემი გვერდიდან რომ აკოპირებთ იქნებ გვარი მაინც მიუთითოთ!!! გაოგნებული ვარ ასეთი პლაგიატით, არ გაგიკვირდეთი რომ გიჩივლოთ!!!

    ReplyDelete