სახოტბო სიტყვა, როგორც წესი, წარმოითქმება იუბილეზე, საზეიმო შეკრებებზე.
მეგობრების შეხვედრაზე მასში უნდა აღინიშნოს
პიროვნების დადებითი თვისებები დამსახურება, მორალური პრინციპები, და ა.შ. რომლითაც
იგი გამოირჩევა. სიტყვის (გამოსვლის) შედეგად დამსწრეთა შორის უნდა შეიქმნას კეთილი,
ჰუმანური ამაღელვებელი ემოციური განწყობა.
სახოტბო სიტყვა შეიძლება წარმოითქვას, იმ ორგანიზაციის მისამართით, რომელიც
მისთვის მნიშვნელოვან მოვლენას, ან თარიღს აღნიშნავს.
სახოტბო სიტყვა უნდა იყოს:
-
მოკლე და ლაკონური
-
ემოციური
-
უნდა აღინიშნოს ის დადებითი თვისებები, რითაც გამოირჩევა
პიროვნება. ხაზიუნდა გაუსვასიმ მაღალზნეობრივ თვისებებს, რომლებიც განსაკუთრებით ფასდება
ადამიანში (ალტრუიზმი, ტოლერანტობა, გულისხმიერება და ა.შ.).
განსაკუთრებით
ხაზი უნდა გაესვას იუბილარისა და გამომსვლელის პირად ურთიერთობას, რომელიც ხასიათდება
მხოლოდ კეთილი დამოკიდებულებით და დასტურდება კონკრეტული ფაქტებით.
-
სიტყვა უნდა დასრულდეს კეთილი სურვილებით.
No comments:
Post a Comment