საზეიმო მოხსენება, ანუ როგორც ამას ძველ საბერძნეთში უწოდებენ ეპიდეიქტური
(საზეიმო) საჯარო გამოსვლა, ღირსშესანიშნავი თარიღებისადმი და მნიშვნელოვანი იუბილისადმი
მიძღვნილი სიტყვაა. მსგავს შეხვედრაზე იკრიბებიან ერთი ორგანიზაციის, დაწესებულების
თანამშრომლები, რათა განამტკიცონ თავიაანთი ერთიანობა, აღიქვან საკუთარი თავი, როგორც
ერთი მთლიანი გუნდი თანამოაზრეთა და თანამშრომელთა ერთსულოვანი ორგანიზაცია.
საჯარო-საზეიმო სიტყვის ფუნქცია
და საერთო მიზანი არის საზეიმო სხდომის მონაწილეთა შორის მხიარული, სასიამოვნო და პოზიტიური
ემოციების გამოწვევა. ასეთმა სიტყვამ აუდიტორია უნდა აღაფრთოვანოს, დამსწრეთა შორის
ერთიანი სულისკვეთების, სოლიდარობისა და თანაგრძნობის ატმოსფერო უნდა შექმნას.
ერთი სიტყვით,ფიგურალურად თუ ვიტყვით, საზეიმო მოხსენებამ აუდიტორიასერთიანი
სულისკვეთების სული უნდა შთაბეროს.
მისი ამოცანაა ყოველივე იმის ქებით, პატივისცემით მოხსენიება რაც მოცემულ
ჯგუფს, ქვედანაყოფს, დაწესებულებას ერთიან ორგანიზმად გარდაქმნის.
საზეიმო (ეპიდეიქტური) სიტყვის სახესხვაობებია.
1)
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული პიროვნების საზეიმო
მილოცვა, ხოტბის შესხმა, დაჯილდოვება.
2)
მთელი ჯგუფის, ქვედანაყოფის მიღწევების ქებით მოხსენიება,
მომავალი წარმატებების სურვილის მინიშნება.
3)
მნიშვნელოვანი მოვლენის, თარიღის იუბილეს, ამა თუ იმ
სფეროს საქმიანობასთან დაკავშირებული მიღწევების აღნიშვნა.
4)
მომხრეებისა თუ თანამშრომელთა შექება დითირამბების,
მხატვრული სიტყვისა და ხერხების გამოყენებით.
ამგვარად, ეპიდეიქტური (საზეიმო) სიტყვა მოხსენება, უპირველესად არის აპელაცია
მსმენელის და საზეიმო სხდომის მონაწილის ემოციების, გრძნობების მიმართ. მან უნდა ააჟღეროს
ადამიანის სულის უფაქიზესი სიმები, მისკენ მიმავალი გზა, რომელიც მარადიულ ფასეულობებზე
გადის.
ასეთ ფასეულობებს მიეკუთვნება:
-
ეთიკური ნორმები და კანონები
-
სიკეთე და ქველმოქმედება
-
სათნოება და უანგარობა
-
ერის ისტორიის სამახსოვრო მოვლენები, მისი რწმენისა
და ტრადიციების საფუძვლები.
საზეიმო სიტყვის წარმოთქმისას ქება უნდა იყოს ბუნებრივი, გულისხმიერი,
დამსახურებული, ობიექტური და სათანადო ფორმითა და სახით ქველმოქმედების მაჩვენებელი.
ქველმოქმედება აღიქმება როგორც ნიჭი სიკეთის ქმედებისა. ქველმოქმედებათაგან
საუკეთესოა ის, რომელსაც სარგებელი მოაქვს ადამიანებისათვის. არისტოტელეს თანახმად,
ქველმოქმედების სახეებია.
1)
ვაჟკაცობა
2)
კეთილგონიერება
3)
სამართლიანობა
4)
საზრიანობა
5)
სიბრძნე
6)
დიდსულოვნება
7)
უანგარობა
საზეიმო სიტყვაში, როგორც წესი, ხდება ისტორიული მოვლენებისა და პიროვნებების
დამსახურების აღიარება, ქება, ტრადიციული ღირსშესანიშნავი თარიღების საყოველთაო აღნიშვნა.
როგორც არისტოტელე წერდა „აქებენ იმას, რაც წინაპართა ხსოვნისა და დიდების ღირსია“.
ხოლო ქების ხირსია ყველა საქციელი, რომელშიცქველმოქმედების ზემოაღნიშნული ასპექტები
მჟღავნედება. ანუ ყველაფერი რაც სხვისი გულისთვის, სხვისი სიკეთისთვისაა ჩადენილი.
უნდა ვაქოთ ის, რაც ყველაზე უფრო მეტად ფასობს საზოგადოებაში, აუდიტორიაში.
შემთხვევით ჩადენილი სამაგალითო, კეთილშობილური საქციელიც კი, ის უნდა წარმოადგინოთ,მიაწოდოთ
თანამშრომლებს, საზოგადოებას, როგორც წინასწარ მომზადებული და გააზრებული აქტი. ე.ი.უნდა
აჩვენოთ, რომ ასეთი საქციელისათვის ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი, მორალურად და ფსიქოლოგიურად
მომზადებული იყოს.
საზეიმო საჯარო სიტყვის კანონებიმოითხოვენ, ქველმოქმედების, ჩადენილი სამაგალითო
საქციელის ყოველმხრივ ხოტბას და ღირსების აღნიშვნას. განსაკუთრებით ხაზი უნდა გაესვას
იმ გარემოებას, რომ ეს ქმედება ჩადენილია ძალიან რთულ, თითქმის წარმოუდგენელ პირობებში,
რომელიც მოითხოვდა უდიდეს სიმამაცესა და თავგანწირვას. გონებრივი, ფსიქოლოგიური და
ფიზიკური ძალების მაქსიმალურ დაძაბვას. რაც უფრო მგრძნობიარედ, აღმაფრენით იქნება წარმოთქმული
ასეთი სიტყვა, მით უკეთესია. ამაშ არაფერია ცუდი , ამორალური და მიუღებელი. ასეთი საზეიმო
სიტყვის კანონზომიერება და სამეტყველო ტრადიციები.
გახსოვდეთ: ისტორია იდეალიზაციას საჭიროებს.
დითირამბი (ბერძ. დიტპურამბოს)
გადაჭარბებული ქება, დიდება, ხოტბის შესხმა.
No comments:
Post a Comment