ზეპირსიტყვიერი ურთიერთობის კულტურა ადამაიანის და საზოგადოების სულიერი
ცხოვრების ერ-ერთი ძირითადი კომპონენტია ადამიანის თვისებებიდან იგი ყველაზე მნიშვნელოვანია.
სამეტყველო ენა ადამიანთა შორის ურთიერთობისა და ზეგავლენის მოხდენის,
კომუნიკაციის დამყარების, ინფორმაციის მოპოვებისა და გადამუშავების ინსტრუმენტია, ყველა
სახის მოღვაწეობის ოპტიმიზაციის ეფექტური იარაღია.
პიროვნება უპირველესად მეტყველებით შეიცნობა. ინტელექტი, ხასიათი, გრძნობები
და ემოციები, მიზნები და ინტერესები, ერუდიცია და დილეტანტიზმი ნათლად, ან ბუნდოვნად
ვლინდება იმაში, თუ როგორ და რას ამბობს, ანუ როგორ მეტყველებს ადამიანი.
მეტყველების დამახასიათებელი ნიშნებია: სრაფი-ნელი, ლაკონური-უხვსიტყვიანი,
ლოგიკური-სუმბურული, მწყობრი-ნაწყვეტ-ნაწყვეტი, სწორი-მცდარი და ა.შ. პიროვნების
შეფასებისთვის ბევრ შემთხვევაში, მის პრაქტიკულ საქმიანობაზე უფრო მნიშვნელოვანია.
აზროვნებისა და მეტყველების ორგანული კავშირი, ერთის მხრივ გულისხმობს
იმას, რომ მეტყველების განვითარება განპირობებულია აზროვნების განვითარების შესაბამისი
დონით, ხოლო მეორე მხრივ იმას, რომ მეტყველობის სრულყოფას თან ახლავს საზრიანი, შემეცნებითი
საქმიანობის სრულყოფაც.
წარმოსაჩენია, რომ ჭეშმარიტებისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯებს თან უნდა
ახლდეს სწორი აზროვნება და სწორი მეტყველება. ამ პირობების დაუცველად გააზრებული, შედეგიანი
მოქმედება შეუძლებელია.
მეტყველების სრულყოფისას მხედველობიდან არ უნდა გამოგრჩეთ, რომ მის მისაღწევად
საკმარისი არ არის მხოლოდ სალიტერატურო ნორმების ათვისება, გამოთქმების აგების წესები,
სიტყვიერი საქმიანობის ფსიქოლოგიური საფუძვლები. წარმატების უმთავრეს პირობად მუდმივი,
უწყვეტი თვითგანვითარებაითვლება, რაც მხოლოდ განსაზღვრული დროის გავლის შემდეგ მიზანმიმართული,
გულმოდგინე მუშაობის წყალობით მიიღწევა.
რაოდენ აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის კარგად გამართულად მეტყველება
და უპირველესად მსჯელობის უნარი, განსაკუთრებულ მტკიცებას არ მოითხოვს. სწორედ ამიტომ,
რიტორიკაში მსჯელობის ხელოვნებას განსაკუთრებული ადგილი უკავია.
ძნელია თითქმის წარმოუდგენელიც კი ადამიანის ცხოვრების, მისი საქმიანობის
ასახვა განსჯის უნარის გარეშე. თუ პროფესიული საქმიანობა არ აგრძნობინებს მას ამის
საჭიროებას. რაც ნაკლებად სავარაუდოა, მაშნ ის ამას აუცილებლად წააწყდება ყოველდღიურ
საქმიანობაში. ეს იქნება საუბარი ნათესავებთან, ნაცნობებთან, მეგობრებთან, ოჯახში,
ბავშვების აღზრდის პროცესში, საზეიმო შეხვედრებზე, საკუთარი უფლებების დაცვა და ა.შ.
განსჯის, მსჯელობის ხელოვნების ფლობა და გამოყენება ნებისმიერი სპეციალისტის,
პირველ რიგში, პედაგოგის, იურისტის, ოფიცრის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის ორატორული
ოსტატობის დაუფლების საფუძველს წარმოადგენს. იგი ნებისმიერი კამათის, დისკუსიის ფუნდამენტური
და შინაარსიანი, საინტერესო თხრობის ბაზაა. მჭერმეტყველების ამ სფეროებს აერთიანებს
საერთო წესი: ყველა კარგ არგუმენტაციას ანუ ამა თუ იმ თეზისის სასწორის მტკიცებას მოითხოვენ.
განსჯის, მსჯელობის ხელოვნების ერთ-ერთ ფორმას დისკუსია წარმოადგენს. იმისათვის,
რომ უფრო დაწვრილებით გავერკვეთ მსჯელობის ხელოვნებაში განვიხილოთ დისკუსიის ხერხები
და წესები.
დისკუსია არის საჯარო კამათი, რომლის მიზანია სხვადასხვა აზრის შეპირისპირება
შედარების გზით ჭეშმარიტების დადგენა (ლათ. დისკუსიო - განხილვა).
დისკუსია არის რაიმე საკამათო, გადაუწყვეტელი პოლიტიკური, მეცნიერული,
დიპლომატიური, საყოფაცხოვრებო და ა.შ. საკითხის, კონფერენციაზე და შეკრებაზეგაკეთებული
მოხსენების კოლექტიური განხილვა. ის საკამათო, გაურკვეველი საკითხის მიმართსწორი გადაწყვეტილების
მიღების და ჭეშმარიტების დადგენის ერთ-ერთი ეფექტური და აქტიური საშუალებაა.
ამავე დროს, დისკუსია ცოდნის გაღრმავების და განმტკიცების, მსჯელობის უნარ-ჩვევების,
კამათის გამოცდილების და შემოქმედებით აზროვნების განვითარების მეტად ეფექტური ფორმაა.
ხაზი უნდა გაესვას დისკუსიის კიდევ ერთ თვისებას. იგი დარწმუნების, შთაგონების,
მასალის (თემის) ღრმა ათვისების, ორატორულიხელოვნების ფორმირებისსკოლაცაა,
რადგან ყველაზეუკეთპიროვნება აღიქვამს და იმახსოვრებს იმას, რაც მან პაექრობაში პირადად,
დამოულიდებლად შეისწავლა, გამოიკვლია, აღმოაჩინა (აზრთა ჭიდილში) და აითვისა. როგორც
ამბობდნენ ძველ საბერძნეთში „კამათის და დისკუსიის გარეშე, წინსვლად და პროგრესი შეუძლებელია.
დისკუსია აქტიურად და საინტერესოდ რომ წარიმართოს, წინასწარ და სერიოზულად
უნდა მომზადდეს, დაახლოებით 2-3 კვირით ადრე
ხდება დისკუსიის თემის შერჩევა და გეგმის შედგენა. ინიშნება ხელმძღვანელი. დისკუსიის
მონაწილენი ეცნობიან თემას, საკითხებს, ჩატარების წესებს და მეთოდიკას. მუშაობენ სათანადო
წყაროებზე და ლიტერატურაზე, ადგენენ გამოსვლის გეგმას ან მთლიან ტექსტს, ეუფლებიან
საჯარო სიტყვიერ სტრუქტურას და ზეპირი გამოსვლის მეთოდიკას.
დისკუსია უნდა ჩატარდეს თავისუფალ, დემოკრატიულ, ძალდაუტანებელ ვითარებაში
დასაწყისში, შესავალ სიტყვაში, ხელმძღვანელი ასახელებს თემას, განმარტავს დისკუსიის
მიზანს, ძირითად ამოცანას და წარმართვის თავისებურებებს, განსაზღვრავს ჩატარების საერთო
წესრიგს და ა.შ.
აუცილებია, დისკუსიაიყოს ყოველმხრივ გააზრებული, მომზადებული და მიმდინარეობდეს
ერთი თეზისის, ერთი იდეის გარშემო ისე, რომ დისკუსიის შემდეგ მისი მონაწილენი არ ეკითხებოდნენ
ერთმანეთს „კი მაგრამ რისთვის შევიკრიბეთ?“, „რა განვიხილეთ?“, „რითი დავიწყეთ და რითი
დავამთავრეთ?“.
დისკუსია შეიძლება სტიქიურადაც წარმოიშვას მცდარი არასწორი რეპლიკისა და
მასზე საწინააღმდეგო პასუხის გაცემის შედეგად. ამ შემთხვევაში დისკუსიის ხელმძღვანელმა
კი არ უნდა ჩაახშოს კამათი - პირიქით, ხელი უნდა შეუწყოს მის გაგრძელებას. მაგრამ ერთი
პირობით იგი უნდა წარიმართოს საჭირო სწორი მიმართულებით.
მეტად მნიშვნელოვანია, რომ მსჯელობის, კამათის შედეგად დისკუსიის მონაწილენი
მივიდნენ თემის, პრობლემის სწორ გაგებამდე.
დისკუსიის ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გამოთქვს და დაიცვას თავისი
აზრი, პოჯზიცია, აქტიური მონაწილეობა მიიღოს დისკუსიის ჩატარების მთელ პერიოდში. გამოსვლა
საფუძვლიანად უნდა იყოს მომზადებული. დისკუსიის მონაწილეს უნდა შეეძლოს დამაჯერებლად
და არგუმენტირებულად, საკითხის ღრმა ცოდნით ორატორულ ხელოვნებაზე დაყრდნობით თავისი
პოზიციის დაცვა.
დისკუსიის დროს უნდა შევქმნათ ისეთი სიტუაცია, რომ ნებისმიერმა მონაწილემ
ყოველგვარი შიშის გარეშე გულწრფელად, გულახდილად, პატიოსნად გამოთქვას და დაიცვას საკუთარი
პოზიცია.
მეტად საჭიროა, რომ მოკამათენი მოთმინებითუსმენდნენერთმანეთს, საწინააღმდე
აზრების (შეხედულებების) გამოთქმის შემთხვევაშიც კი, როდესაც დისკუსიის პროცესში იძაბება
სიტუაცია, ხდება აზრთა დაპირისპირება. ანუ ე.წ. „ტვინის ჭყლეტა“, განსაკუთრებით საჭიროა
ტაქტის, კამათის ეთიკის დაცვა.
აქ არაფერი ზებუნებრივი, უჩვეულო არ ხდება. პირიქით კამათი, დისკუსია,
როგორც კრიტიკული დიალოგი, ყოველთვის გამოირჩევა ემოციური დაძაბულობით, ინტელექტუალური
სიმწვავით და შემოქმედებითი აღმავლობით. მაგრამ საქმიანი კამათი არასდროს არ უნდა გადავიდეს
სიტყვიერ შეხლა შემოხლაში, დაცინვაში, პიროვნების შეურაცხყოფაში. უხეშბა დაუშვებელია.
ამრიგად დისკუსიაში მონაწილეობა მოითხოვს სერიოზულ, საფუძვლიან მომზადებას,
საგნის, თემის ღრმა ცოდნას, ორატორული ხელოვნების ფლობას.
No comments:
Post a Comment