ადამიანებზე მეტყველებით ზემოქმედება
ადამიანთა ურთიერთობის პროცესში მეტყველებით ზემოქმედების ორ ძირითად სახეს
(საშუალებას) განასხვავებენ. ვერბალურს და არავერბალურს.
ვერბალური (ლათ. Verbum-სიტყვა)
აზრის, იდეის საკითხის მკაფიოდ სხარტად საინტერესოდ გამოთქმისთვის სათანადო სიტყვების
შერჩევა და შეხამება.
არავერბალური ეს არის ზემოქმედება იმ არავერბალური ნიშნების მეშვეობით,
რომლებიც თან ახლავს ჩვენს საუბარს, საჯარო გამოსვლას. მათ მიეკუთვნება ჟესტი, მიმიკა,
პოზა, გამომსვლელის იერი (გარეგნობა), ქცევის მანერა, ურთიერთობის დისტანცია და სხვა.
მეტყველების არავერბარულ საშუალებებს
სიმბოლურად „მოძრაობის ენას“ ეძახიან.
მეტყველების ამ ორივე საშუალებებს გარდა განსხვავებისა ბევრი საერთოც აქვთ.
როგორც პირველი, ასევე მეორე გადასცემს ინფორმაციას, ასრულებს კომუნიკაციურ როლს, ახდენს
ზეგავლენას, ზემოქმედებს თანამოსაუბრეზე, მსმენელზე (ცნობიერად და არაცნობიერად), ახდენს
ზეგავლენას თვით მოლაპარაკეზე (ხელმძღვანელზე, ორატორზე).
სწორად აგებული და ოსტატურად გამოყენებული ვერბალური და არავერბალური საშუალებები
მნიშვნელოვნად ზრდიან ურთიერთობის ეფექტურობას, აუმჯობესებენხელმძღვანელის მდგომარეობას.
ხელს უწყობს იმიჯის შექმნაში და რეპუტაციის განმტკიცებაში.
მეტყველების მიზნები
განასხვავებენ მეტყველების სამ ძირითად მიზანს ინფორმაციულს, საგნობრივს
და კომუნიკაციურს.
განვიხილოთ სამივე ცალ-ცალკე.
ინფორმაციული მიზანი ემსახურება ინფორმაციის დაყვანას თანამოსაუბრემდე
და იღებს დასტურს, რომ ის მიღებულია.
საგნობრივი მიზანი არის რაიმე საგნის ნივთის გადაცემას თანამოსაუბრის ქცევის,
მოქმედების შეცვლის მიზნით.
კომუნიკაციური მიზანი თანამოსაუბრესთან გარკვეული ურთიერთობის დამყარება.
კონტაქტის დამყარება, კონტაქტის განვითარება, გაღრმავება, კონტაქტის დასრულება, კომუნიკაციური
რიტუალის შესრულება, თანამოსაუბრის გართობა და ა.შ.
მეტყველების კონუნიკაციური მიზანი
ნებისმიერი ხელმძღვანელის სამსახურებრივი მიღწევების მეტად მნიშვნელოვან
პირობას საკუთარი კომუნიკაციური პოზიციის განმტკიცება წარმოადგენს. რომელიც ვითარებიდან,
სოციალურ სტატუსიდან და ა.შ. გამომდინარე შეიძლება იყოს მაღალი ან დაბალი ძლიერი ან
სუსტი.
მაგალითად უფროსის თანამდებობრივი კომუნიკაციური პოზიცია ხელქვეითების
მიმართ, ხოლო მშობლების მცირეწლოვანი ბავშვების მიმართ და მასწავლებლების მოსწავლეების მიმართ და ა.შ. დაწყებით
ეტაპზე ყოველთვის მაღალია და პირიქით ხელქვეითების, ბავშვების მოსწავლეების დაბალი.
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიცვალოს თავისი კომუნიკაციური პოზიცია. რა
თქმა უნდა, ყოველი ადამიანი მიისწრაფვის, ცდილობს აიმაღლოს, გაამაგროს იგი, მაგრამ ბევრ შემთხვევაში პირიქითაც
კი ხდება. გარკვეული ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ზოგი პიროვნების როგორც
სოციალური, ასევე კომუნიკაციური პოზიცია შეიძლება საგრძნობლად დაეცეს. ამიტომ ნებისმიერი
პიროვნება განუწყვეტლივ უნდა ზრუნავდეს საკუთარი კომუნიკაციური პოზიციის განმტკიცებაზე.
კომუნიკაციური მიზნების მიღწევა შესაძლებელია სპეციალური ვერბალური და
არავერბალური საშუალებებით.
-
მოსაუბრესთან მსმენელთან კონტაქტის დამყარება (მისალმება).
-
მიმართვის გამეორება (ე.წ. სახელის კანონი) მაგ. ქლბატონო
თინა, თინიკო, გეთაყვა, თინათინ, ძალიან გთხოვთ.
-
საუბრის, საჯარო გამოსვლის გადაჭარბებული ემოციურობა.
-
თნამოსაუბრესთან ფიზიკური კონტაქტი (მორიდებული მხარზე
ხელის დადება, ხელის თითებით მოკრძალებული შეხება.)
-
მსმენელის, თანამოსაუბრის შექება კომპლიმენტის მოშველიებით
(ქათინაური) ერთი ან რამდენიმე მსმენელის საერთო მასიდან გამოყოფა.
-
ხმის აწევა მისი ავტორიტეტულობის და დამაჯერებლობის
მიღწევის მიზნით.
-
გარეგნული ხიბლი, მიმზიდველობა.
-
კომუნიკაციური ნორმების დაცვა.
-
გამოხედვა
-
საუბრის დროს სწორი მოქმედება (მოძრაობა აუდიტორიაში,
გადაადგილება, ჟესტების, მიმიკის პოზის გამოყენება).
-
ხმა (სათანადონინტონაციის, ტონის შერჩევა, ტემბრის,
ტემპისა და პაუზის დაცვა.
-
კომუნიკაციური სტილის შერჩევა (მეგობრული, ოფიციალური,
დამრიგებლური, გულახდილი, მკაცრი და სხვა.
-
ურთიერთობის სივრცის ორგანიზაცია.
-
საუბრის შინაარსის განსაზღვრა.
-
საუბრის ვერბალური გაფორმება (რიტორიკული ტროპების,
ფიგურების ცოდნა და გამოყენება ანუ აზრის სიტყვიერი გამოსახვა შელამაზება)
-
საუბრის მოცულობა
-
ფაქტების, არგუმენტების, მაგალითების შერჩევა და განლაგება.
-
ხანგძლივობა
-
პიროვნული კომუნიკაციური სახეების განსაზღვრა (გაცნობა,
მისალმება, ურთიერთგაგება, მილოცვა, თანაგრძნობა, მიტევება, გართობა, თამაში, ხუმრობა,
ოხუნჯობა, ანცობა, შეყოლიება, კონსენსუსი, მაღალი (ელიტური) საზოგადოების წესების დაცვა.
-
საზოგადოებრივი კომუნიკაციური სახეების განსაზღვრა
(ბრიფინგი, საბჭოს სხდომა, მოხსენება, მიმართვა, გასაუბრება, მიტინგზე გამოსვლა, მისალოცი
სიტყვა, სახოტბო სიტყვა, საზეიმო სიტყვა, ოფიციალური სტუმრის წარდგენა, გასართობი საჯარო
გამოსვლა, სადღეგრძელო, ანეკდოტი, თხრობა საკუთარ თავზე, საინტერესო ამბის მოყოლა,
საუბარი სუფრასთან და სხვა.
მეტყველებით
ზემოქმედების პროცესში კომუნიკაციის ეფექტიანობა განიხილება დასახული მიზნის მიღწევის,
როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება.
თვითონ
მცნება კომუნიკაციის ეფექტურობა დაკავშირებულია იმ მიზნების წარმატებით მიღწევებთან,
რომლებსაც ურთიერთობის მონაწილენი მოცემულ კონკრეტულ სიტუაციაშიცდილობენ განავითარონ.
კომუნიკაციის
ის სახეობა ითვლება ეფექტურად რომელსაც მიზნის შესრულებამდე ყველაზე უკეთ მივყავართ.
მაგალითისთვის
განვიხილოთ ერთ-ერთი სამეტყველო სიტუაცია ნიშნებით „+“ და „-“ აღინიშნება
შესაბანისი მიზნის მიღწევა ან მიუღწევლობა.
1)
|
- გადმომეცით გეთაყვა ფანქარი
- ინებეთ
|
საინფორმაციო
|
+
|
საგნობრივი
|
+
|
||
საკომუნიკაციო
|
+
|
||
2)
|
- გადმომეცით გეთაყვა ფანქარი.
-ბოდიში, მაგრამ ფანქარი არ მაქვს.
|
საინფორმაციო
|
+
|
საგნობრივი
|
-
|
||
საკომუნიკაციო
|
+
|
||
3)
|
- მომეცი ფანქარი !!!
- რატომ ასე უხეშად?
|
საინფორმაციო
|
+
|
საგნობრივი
|
-
|
||
საკომუნიკაციო
|
-
|
||
4)
|
- მომაწოდეთ ის!
- რაო?!
|
საინფორმაციო
|
-
|
საგნობრივი
|
-
|
||
საკომუნიკაციო
|
-
|
||
5)
|
- მომაწოდეთ თუ შეიძლება ფანქარი
- აჰა!
|
საინფორმაციო
|
+
|
საგნობრივი
|
+
|
||
საკომუნიკაციო
|
-
|
რომელ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სიტყვიერი ზემოქმედება ეფექტურად
და რომელში არა?
1)
ზემოქმედება ეფექტურია იმ შემთხვევაში, თუ სამივე მიზანი
მიღწეულია (მაგ. 1) მაგრამ ასე ყოველთვის როდი ხდება.
2)
თუ საგნობრივი მიზანიმიუღწეველი დარჩა, ამის მიუხედავად
სიტყვიერი ზემოქმედება ზოგჯერ შეიძლება იყოს ეფექტური. მართალია მიზანი ობიექტური მიზეზების
გამო მიუღწეველი დარჩა (ფანქარი არ იყო მაგიდაზე) მაგრამ ამასთან კომუნიკაციური წონასწორობა
შენარჩუნებულია (მაგ. 2)
3)
თუ კომუნიკაციური მიზანი მიღწეული არ არის (ურთიერთობა
ვერ შევინარჩუნეთ, თანამოსაუბრე გავანაწყენეთ). მაშინ ასეთი ზემოქმედება ეფექტური არ
იქნება, რამდენადაც კომუნიკაციური წონასწორობის
შენარჩუნება (სიტყვიერი ზემოქმედების ეფექტურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა)
(მაგ. 3)
4)
თუ საინფორმაციო მიზანი მიუღწეველია (თქვენ ვერ გაგიგეს)
მაშინ სიტყვიერი ზემოქმედების ეფექტურობაც ნულის ტოლია (მაგ. 4) აქედან დასკვნა ილაპარაკეთ
ნათლად და გასაგებად.
5)
თუ ჩვენ საგნობრივ და ინფორმაციულ მიზნებს მივაღწიეთ,
მაგრამ
კომუნიკაციური მიზანი მიუღწეველი დარჩა (მაგ. 5) ამ შემთხვეაშ გარკვეულ შედეგს
მართალია მივაღწიეთ. (ფანქარი მოგვაეოდეს)
მაგრამ ნორმალური ურთიერთობა თანამოსაუბრესთან ვერ დავამყარეთ. ასეთ სიტყვიერ ზემოქმედებას
უწოდებენ შედეგიანს, მაგრამარაეფექტიანს რამეთუ კომუნიკაციური წონასწორობა ვერ შევინარჩუნეთ.
სხვა
შემთხვევაში, საგნობრივი მიზნის მიუღწევლობა ადასტურებს სიტყვიერი ზმოქმედების არაეფექტურობას.
მაშასადამე, რაღაც არასწორად გავაკეთეთ, (მოვიმოქმედეთ). ისე არ ვთხოვეთ, ისე არ მივუდექით,
ისეთი ხერხები არ გამოვიყენეთ, ურთიერთობის რომელიმე კანონი არ გავითვალისწინეთ და
სხვა.
მსმენელზე სიტყვიერი
ზემოქმედების ხერხებს მიეკუთვნება, მტკიცება, დარწმუნება, დაყოლიება, ხვეწნა, შთაგონება,
თხოვნა, ბრძანება, იძულება. განვიხილოთ ყველა მათგანი ცალცალკე.
მტკიცება
მტკიცება სპეციალურ მომზადებას მოითხოვს
ამა თუ იმ აზრის, იდეის პოზიციის მტკიცება ან უარყოფა რომ შევძლოთ, უპირველესად ლოგიკური
კანონები, რიტორიკის ცნებები და კატეგორიები უნდა ავითვისოთ.
დაუმტკიცო ნიშნავს მოიყვანო ისეთი
არგუმენტები, რომლებიც მოცემულ თეზისის, იდეის სისწორეს ასაბუთებს.
როგორც აღნიშნავდა ცნობილი რომაელი
ორატორი კვინტილიანე „არგუმენტი არის ფაქტი, რომელიც საეჭვოს უეჭველობას ამტკიცებს.“
მტკიცების დროს არგუმენტების მოყვანა
გააზრებულად , სიტუაციიდან გამომდინარე, ლოგიკისა და რიტორიკის კანონებისა და ცნობების
შესაბამისად უნდა მოხდეს.
აქ კიდევ ერთი გარემოებააა გასათვალისწინებელი.
მტკიცება არსებითად ვერბალური და არავერბალური ზემოქმედების ლოგიკური და რიტორიკული
საშუალებაა. უფრო ეფექტურად იგი მოქმედებს იმ ადამიანზე, რომელსაც ლოგიკური აზროვნების
უნარი გააჩნია. სამწუხაროდ, ადამიანთა გარკვეული ნაწილი ასეთი უნარით არ გამოირჩევა
(ზოგიერთი მონაცემების თანახმად, ლოგიკური აზროვნების მქონე ადამიანები, სულ რაღაც
2%-ს შეადგენს). ვითვალისწინებთ რა ამ გარემოებას მნიშვნელოვანი ყურადღება მტკიცების
ირაციონალურ (ემოციურ) ხერხებს უნდა დავუთმოთ.
დარწმუნება
დაარწმუნო ნიშნავს შთაუნერგო თანამოსაუბრეს
რწმენა იმისა, რომ ჭეშმარიტება, რომელსაც ჩვენ ვეძებდით, საუბრის ან კამათის შედეგად
დამტკიცებულია, თეზისი კი დადენილია.
დარწმუნება ხდება ლოგიკური არგუმენტებით,
ხოლო მისი განმტკიცება ემოციების წყალობით.
დაყოლიება
დაიყოლიო, ნიშნავს დაითანხმო ოპონენტი,
თანამოსაუბრე, უარი თქვას თავის თვალსაზრისზე და დათანხმდეს, გაიზიაროს მეორე მხარის
შეხედულება პოზიცია.
დაყოლიება, რა თქმა უნდა , როგორც
მტკიცება და დარწმუნება, მოითხოვს ლოგიკასა და ორატორულ ხელოვნების ცოდნას და გამოყენებას.
მაგრამ ამასთან ერთად დათოლიების საუკეთესო ვარიანტს ისეთი ემოციური ვითარების შექმნა
წარმოადგენს, რომელიც პირად მოტივებზე და თხოვნაზეა დამყარებული. უფრო მეტიც მევრ შემთხვევაში
იგი შესაძლებელია თხოვნის მრავალჯერადი გამეორების შედეგად მაგ:
„ნუ გეთაყვა, შენ გენაცვალე, ზალიან
გთხოვ, ნუ მეტყვი უარს!“
„უმორჩილესად, უმორჩილესად გთხოვთ!“
და ა. შ.
ხვეწნა
ხვეწნა მუდარა მრავალჯერადი თხოვნას
ნიშნავს, იგი ხორციელდება მაღალ ემოციურ დონეზე, სიბრალურის აღძვრის მიზნით. ასეთ ხერხებს
ხშირად იყენებს ბავშვი, როდესაც ემუდარება დედას „მიყიდე, მიყიდე, მიყიდე რა?“ ხშირად ასეთი მუდარა ტირილში და ისტერიკაშიც კი
გადადის. ამ მეთოდს შესაძლებელია ხელქვეითებმაც მიმართონ.
შთაგონება
შთააგონო ნიშნავს მოახდინო თანამოსაუბრეზე
ისეთი შთაბეჭდილება, რომ უბრალოდ სჯეროდეს თქვენი და მიიღოს ჭეშმარიტებად, ყოველგვარი
სერიოზული გააზრებისა და კრიტიკული შეფასების
გარეშე, ყოველივე ის, რასაც თქვენ უმტკიცებთ, რაზედაც თქვენ საუბრობთ.
შთაგონება დაფუძნებულია ძლიერ ფსიქოლოგიურ
ზემოქმედებაზე, ემოციურ ზეწოლაზე მოსაუბრის ავტორიტეტზე.
მტკიცე ნებისყოფის მქონე, ქარიზმატული
ტიპის ხელმძღვანელს, როგორც წესი , შესწევს უნარი შთააგონოს ადამიანებს პრაქტიკულად
თითქმის ყველაფერი. ვინაიდან. ქალები მამაკაცებთან შედარებით, გაცილებით უფრო ირაციონალურნი
(ემოციურნი) არიან, ქარიზმატული ტიპის პიროვნების გავლენის ქვეშ უფრო ხშირად
ისინი ექცევიან. სხვათა შორის, ცნობილი ექსტრასენსების შოუ-სეანსებისადამიანთა სწორედ
ამ თავისებურებებს ეყრდნობა.
თხოვნა
თხოვნა ნიშნავს, შთააგონო აღუძრა
მოქმედების სურვილი მოიმოქმედოს მთხოვნელის სასარგებლოდ და მისი ინტერესებიდან გამომდინარე,
გააკეთოს ან შეასრულოს რაიმე საქმე, დავალება.
თხოვნის ეფექტურობა, განსაკუთრებით
ხელმძღვანელის, მეთაურის ლიდერის მხრიდან გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ბრძანებისა
მაგრამ ამავე დროს, არსებობს მრავალრიცხოვანი კომუნიკაციური ბარიერები, რომლებიც ზღუდავენ
ამ საშუალების გამოყენებას. ეს დაკავშირებულია ადრესატის (თანამოსაუბრის) სტატუსთან,
თხოვნის ხასიათსა და მოცულობასთან, ზნეობრივ ნორმებთან და ა.შ.
გარდა ამისა, არსებობს თხოვნაზე უარის
თქმის ძალიან ბევრი შესაძლებლობა და მიზეზი.
ბრძანება
უბრძანო, ნიშნავს, პიროვნებამ ჩვენს
შემთხვევაში ხელქვეითმა, მისი დაქვემდებარებულობიდან გამომდინარე, ყოველგვარი ახსნა
განმარტების ან მოქმედების მოტივაციის გარეშე უსიტყვოდ, დროულად და ზუსტად შეასრულო
უფროსის მიერ გაცემული ნებისმიერი განკარგულება.
ბრძანება ეფექტურია ხელქვეითების
, დაქვემდებარებულთა სოციალურ იერარქიაში ქვემდგომ პიროვნებათა მიმართ. მაგრამ არაეფექტურია
თანამდებობრივად თანასწორებთან და ზემდგომებთან მიმართებაში.
იძულება
ნიშნავს, აიძულო ადამიანს გააკეთოს
ან შეასრულოს რამე მისი სურვილის, ნების საწინააღმდეგოდ. იძულება ჩვეულებრივ ეფუძვნება
უხეშ ზეწოლას, ზემოქმედებას, სიტყვიერ (ვერბალურ) აგრესიას, დაშინებას იმის თაობაზე,
რომ ყოველივე ამას შეიძლება მოჰყვეს ცუდი, სავალალო შედეგი მაგალითად. „საფულე ან სიცოცხლე“.
მაგრამ ამავე დროს იძულება უნდა იყოს გაცნობიერებული. ნებისმიერი ხელქვეითის მეთაურმა
უნდა აუხსნას, რომ შეიძლება მისთვის რაიმე არასასურველი მოქმედება აუცილებელი და საჭიროც
კი იყოს.
No comments:
Post a Comment