ბევრ ადამინას საუბარი არ გამოსდის, ამის მიზეზი ის გახლავთ , რომ ისინი მხოლოდ თავისთვის საინტერესო საგნებზე საუბრობენ, ეს კი მომაკვდინებლად მოსაწყენი შეიძლება აღმოჩნდეს სხვებისთვის. ამიტომ სცადეთ და შეაბრუნეთ ეს პროცესი, წააქეზეთ სხვა ადამიანი, ილაპარაკოს თავის ინტერესებზე, თავის საქმეებზე, თავის წარმატებებზე და თუ ეს ადამიანი დადაა საკუთარ ბავშვებზე. ამის შემდეგ უსმინეთ გულისყურით. ამით თქვენ ადამიანებს კმაყოფილებას მოჰგვრით. თქვენ ჩაგთვლიან კარგ მოსაუბრედი იმ შემთხვევაშიც კი თუ ცოტას ისაუბრებთ.
ადამიანები ეგოისტები არიან, ისინი ძირითადად
საკუთარ ტყავზე ზრუნავენ მათ დიდად არ ადარდებთ ხელისუფლება უნდა განაგებდეს რკინიგზას
თუ არა, მაგრამ ძალიან უნდათ იცოდნენ, როგორ მიაღწიონ წარმატებას, როგორ მიიღონ უფრო
მაღალი ჯამაგირი, როგორ მოუფრთხილდნენჯანმრთელობას. მათთვის საინტერესო საგნებია: სექსი,
საკუთრება, რელიგია, ბრძოლები და ნებისმიერ ადამიანის ჩხოვრების ნამდვილი ისტორიები.
არსებობს ძველი გამონათქვამი, რომელიც გვამცნობს,
რომ მთელი ქვეყანა ოხიბლულია შეყვარებულებით,. ეს მცდარია ის, რაც მთელ ქვეყანას უყვარს
ბრძოლაა. ის ისურვებდაიმის ხილვას, თუ როგორ იბრძვის ორი შეყვარებულიერთი ქალის გულის
დასაპყრობად.
მოთხრობა იმაზე, თუ როგორ ებრძვიან ადამიანები
ერთმანეთს ბიზნესში, ანდა როგორი ბრძოლა მიმდინარეობს ნებისმიერი პროფესიის ადამიანთა
შორის. როგორ იმარჯვებს ერთი და მარცხდება მეორე, მუდამ შთამაგონებელი და საინტერესოა.
თქვენ შეიძლება დაღალოთ მსმენელები თუ თქვენ
მეტისმეტად ზოგადად ისაუბრებთ საგნებზე და იდეებზე, მაგრამ შეიძლება მიიზიდოთ მათი
ყურადღება, თუ ლაპარაკს დაიწყებთ კონკრეტულ
ადამიანებზე მათი ყურადღების შენარჩუნება კი ძირითადად ემოციებითა და განწყობილების
გამოხატვისაშუალებითაა შესაძლებელი უნდა გახსოვდეთ რომ ინტერესი გადამდებია თქვენი
მსმენელები აღენთებიან, თუ თქვენ თვითონ იქნებითსაკითხით დაინტერესებული. გამოიწვიე
ინტერესი და საქმე თავისით წავა.
ინტერესის გამოსაწვევად არსებობს მეთოდი,
რომელსაც განსაკუთრებულად დიდი მნიშველობა ენიჭება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხშირად
იგნორირებულია საშუალო ორატორს აზრადაც არ მოსდის მისი არსებობა, ან სერიოზულად არც
კი უფიქრია ამაზე. მხედველობაშ მაქ იმ სიტყვების (კონტრასტების) გამოყენების მეთოდი,
რომლებიც გამოსვლის დროს ამა თუ იმ საგნის, მოვლენის, კონკრეტული პიროვნების ხატს ჰქმნიან.
როდესაც მოლაპარაკე ჩვენს თვალწინ ჰქმნის ასეთ სახეთა მთელ გალერეას მისი მოსმენა იოლდება.
ის ორატორი კი, რომელიც ბუნდოვან, ბანალურ და უფერულ სიმბოლოებს იყენებს, თითქოს იავნანას
უმღერის აუდიტორიას.
უნდა ვერიდოთ უარყოფითად დამუხტული წინადადებების
გამოყენებას რომლის გამოთქმაც სხვა სახითაც იქნება შესაძლებელი მაგ.
„ჩვენ ვაზროვნებთ არა ზოგადად არამედ კონკრეტულად. თუ ქვეყანაში გავრცელებული
წეს-ჩვეულებები და გართობის ხერხები სისასტიკითა და ბარბაროსობით გამოირჩევა მაშინ
მისი სისხლის სამართლის კანონმდებლობაც განსაკუთრებით დაუნდობელი იქნება“
ასეთ წინადადების ნაცვლად შეგვიძლია ვთქვათ:
„რამდენადაც ადამიანები სიამოვნებას ღებულობენ
შეტაკებებში, ხარებისა და გლადიატორების ბრძოლებში, ისინი სასჯელის ისეთ ზომებსაც მიმართავენ
როგორიცაა ჩამოხრჩობა, ცოცხლად დაწვა დაა.შ.“
ხატოვანი ტერმინოლოგიის გამოყენება ხელს
უწყობს ინტერესის გაღრმავებას. ამერიკის ერთ-ერთი პრეზიდენტი ლინკოლნი ხშირად იყენებდა
ამ ტექნიკას, როდესაც მას თეთრ სახლში მიღებული გრძელი, რთული ბიუროკრატიული ანგარიშები
მობეზრდა. მათ უკვე უფერული სიტყვებით კი არა, ისეთ ხატოვანი ფრაზებით აკრიკტიკებდა
რომელთა დავიწყებაც შეუძლებელია. მაგ: „როცა მე ვგზავნი ადამიანს ცხენის საყიდლად თქვა
მან არანაირი სურვილი არ მაქვს, მომიყვეს რამდენი თმის ღერი აქვს ძუაში. მე მხოლოდ
მისი გარეგნული იერი მაინტერესებს“-ო
No comments:
Post a Comment