1)
„ბატონო ჩემო“,
„პატივცემულო“, „ძვირფასო“, ეს თავაზიანი მიმართვა გამოიყენება თუ საზეიმო შეკრების
მიზეზი, ანუ ის პირი, ვისაც ეს ღონისძიება ეძღვნება, მას ესწრება.
„ღრმად პატივცემულო“-გამოიყენება
ოფიციალური მილოცვის დროს , თუკი მიმართავთხელმძღვანელს, დამსახურებულ, ავტორიტეტულ
პიროვნებას.
თუ თქვენ განსაკუთრებულად თბილი, მეგობრული ურთიერთობა
გაქვთ ზეიმის მთავარ პირთან, მას შეიძლება მიმართოთ: „საყვარელო“, „უძვირფასესო“,...
და თუ გსურთ, კიდევ უფრო გააძლიეროთთქვენი კეთილგანწყობა,
ურო გრძნობადი, ემოციური გახადოთ მიმართვა, დაამატეთ „ჩემო კარგო“, „ჩემო ძვირფასო
და ა.შ.
2)
მოკლედ, მაგრამ შინაარსიანად დაახასიათეთ მოვლენა, რის
გამოც წარმოთქვამთ სიტყვას, გამოსვლა დაიწყეთ ასე „ჩვენ დღეს ავღნიშნავთ“, „ჩვენ დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ აღვნიშნოთმოვლენა
(თარიღი), რის გამოც დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რომელსაც ყველა ჩვენთაგანისათვის უდიდესი
მნიშვნელობა აქვს.“
3)
აღნიშნეთ, ხაზი გაუსვით, რატომ გსიამივნებთ მილოცვით გამოსვლა
-
„ მე განსაკუთრებით მსიამოვნებს: ვთქვა, აზრი გამოვთქვა
იმის გამო რომ...“.
-
„დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებითმნიშვნელოვანია ჩემთვის,
იმიტომ რომ...“
4)
ემოციურად, გულწრფელად გამოთქვით ქება (ხოტბა) იმის
მიმართ ვისაც ულოცავთ.
აღნიშნეთ მისი დამსახურება, გაამახვილეთ ყურადღება მის
დადებით თვისებებზე. ჩამოთვალეთ, რისთვის სცემთ პატივს, რატომ გიყვართ ის, მადლობა
გამოუცხადეთ თანაგრძნობისა და დახმარებისათვის და ა.შ. აქვე მოგიყვანთ დეილ კარნეგის
სიტყვებს: „ადამიანის ბუნების ყველაზე ძლიერი თვისება მისწრაფება - იყოს ღირსეული და
დაფასებული.
5)
ქების დროს დაიცავით ზომიერება, იყავითობიექტური, გადაჭარბებული
დითირამბებით ნუ ჩააყენებთ იუბილარს უხერხულ მდგომარეობაში.
6)
ნუ გამოიყენებთ სტანდარტულ, დრომოჭმულ ფრაზებს, შეეცადეთ
თქვენი მილოცვა იყოს ორიგინალური.
7)
გაიღიმეთ, ილაპარაკეთ თბილი , გულახდილი, საზეიმო, ტონით.
უცქირეთ პირდაპირ „ზეიმის მთავარ პირს“.
8)
გამოსვლა დაამთავრეთ კიდევ უფრო ემოციურად, კეთილი სურვილებით.
No comments:
Post a Comment