ძალაუფლების ჟესტები
ძალაუფლების ჟესტები დავოსში


ამ ფორუმზე, იშვიათი გამონაკლისის გარდა, რეალური ძალაუფლების მქონე, გავლენიანი, ქარიზმატული ადამიანები იკრიბებიან. მათი ფსიქოლოგიური პროფილის (საუბარია იმ ზოგად პროფილზე, რომელიც დიდი ალბათობით ამ კატეგორიის ადამიანებისთვის უნდა იყოს დამახასიათებელი) ძირითადი კომპონენტებია:
1) თავდაჯერებულობა;

3) მიღწევის ძლიერი მოტივაცია - სირთულეების დაძლევის სურვილი. სიტუაციის, იდეების, ადამიანების მართვა ან მათით მანიპულირება. შეჯიბრი, როგორც სხვებთან, ისე საკუთარ თავთან (Murray H.A. - Explorations inpersonality. New York; Oxford Press, 1938);
4) ძალაუფლების მოთხოვნილება - უფლებამოსილების, ძალაუფლებისა და გავლენის ფლობის სურვილი (David C. McClelland- HumanMotivation. Cambridge UniversityPress, 1988).
ამ მოთხოვნილების რეალიზაცია შეიძლება მოხდეს პიროვნულ და ინსტიტუციონალურ დონეზე. აქედან გამომდინარე, დევიდ მაკლელანდი (David McClelland) და დევიდ ბერნჰემი (David Burnham) ძალაუფლებით მოტივირებულ მენეჯერების ორ კატეგორიას გამოყოფენ: ა) ისინი ვინც ეძებენ პიროვნულ ძალაუფლებას და ბ) მენეჯერები, რომელთათვის მთავარია ინსტიტუციური ძალაუფლება. მენეჯერების ორივე ეს ტიპი, ძლიერი მორალური სულიკვეთების შთაგონების წყაროს წარმოადგენენ. „პირადი-ძალაუფლების მენეჯერები“ საკუთარი თავის მიმართ ლოიალობის ჩამოყალიბებას უწყობენ ხელს - მაგ. გენერალი ჯორჯ პატონი, მაშინ როცა „ინსტიტუციონალური ძალაუფლების მენეჯერები“ აღვივებენ ორგანიზაციისადმი ლოიალობას - მაგ. გენერალი დუაიტ ეიზენჰაუერი (John Baldoni - Great Motivation Secrets Of Great Leaders, McGraw Hill Professional, 2005).
ამ შემთხვევაში ჩვენს ინტერესს წარმოადგენს, დავოსის ფორუმის მონაწილეთა სავარაუდო, ზოგადი ფსიქოლოგიური პორტრეტიდან გამომდინარე, რამდენად გავს ერთმანეთს მათი არავერბალური კომუნიკაციის ენა (სხეულის ენა) და როგორ ჟესტებს იყენებენ ისინი.
ყველაზე ხშირად გამოყენებული ჟესტები
ინტერნეტში გავრცელებული ფოტოსურათების ანალიზი, რომელებზეც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეთა გამოსვლებია აღბეჭდილი მოწმობს, რომ ჟესტები, რომლითაც ფორუმის სტუმრები ოპერირებენ ძირითადად ძალაუფლების გამომხატველი ჟესტებია მიუხედავად მათი (ჟესტების) ნეგტიური თუ პოზიტიური კონოტაციისა.
აღსანიშნავია, რომ გავლენიანი ადამიანების არავერბალური ენა იდენტურია. ისინი ერთი და იგივე ჟესტებს იყენებნ და ამ თვალსაზრისით არავთარი მნიშვნელობა არ აქვს მათ ეროვნულ თუ რელიგიურ კუთვნილებას.
ჩემი გვერდიდან რომ აკოპირებთ იქნებ გვარი მაინც მიუთითოთ!!! სირცხვილია!!! სხვათაშორის, ეს ჩემი ნაშრომი გამოქვეყნებულია გიორგი ისაკაძის ერთ-ერთ ჟურნალში!
ReplyDelete