არ იცით რა ჩაიცვათ ბიზნეს-შეხვედრაზე? ფიქრობთ როგორ წარადგინოთ საკუთარი თავი? არ იშურებთ დროს მოსამზადებლად, რადგან იცით, რომ შთაბეჭდილებას, რომელსაც პირველივე წამებში მოახდენთ ვერაფერი შეცვლის?
სხეულის ენა და არავერბალური კომუნიკაცია უდიდეს გავლენას ახდენს თქვენს პროფესიულ ცხოვრებაზე. სხეულის მოძრაობის ფლობაზეა დამოკიდებული თქვენი საქმიანი ურთიერთობები და ფინანსური კეთილდღეობა, რადგან ბიზნეს სამყაროში ჩავარდნები დაუშვებელია.
იმისათვის, რომ წარმატებამ გვერდით არ ჩაგიაროთ, საჭიროა იყოთ არა მხოლოდ პროფესიონალი თქვენს სფეროში, არამედ გახსოვდეთ რომ თქვენი ჩაცმულობა, სიარულის მანერა, გამოხედვა, ხმა, აყალიბებს თქვენს შესახებ აზრს. შესაბამისად ამაზეა დამოკიდებული მოლაპარაკებების ან ერთობლივი პროექტის მომავალი.
Entrepreneur-მა გამოაქვეყნა სხეულის ენის ექსპერტის – ელიოტ ჰოპის რამოდენიმე რჩევა, რომლებიც გაზრდის წარმატების შანსებს პარტნიორებთან და ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებისას.
„ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რამ ბიზნესში ეს არის შთაბეჭდილება, რომელსაც თქვენ ახდენთ საქმიან ადამიანებზე“-აღნიშნავს ელიოტ ჰოპი.
„ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რამ ბიზნესში ეს არის შთაბეჭდილება, რომელსაც თქვენ ახდენთ საქმიან ადამიანებზე“-აღნიშნავს ელიოტ ჰოპი.
პოზა
ექსპერტის აზრით, ადამინები თავის შეხედულებას სხვებზე აყალიბებენ პირველი ოთხი წამის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, როდესაც თქვენ შედიხართ სხდომათა დარბაზში, დამსწრე საზოგადოებას უკვე აქვს ჩამოყალიბებული მოსაზრება თქვენს შესახებ. მისი შეცვლა კი შემდგომში როგორც წესი ძალზე რთულია.
ბიზნეს შეხვედრისას წარმატების უზრუნველსაყოფად საჭიროა იაროთ თანაბარი ნაბიჯებით და მხრებში გამართულმა. „გამართული აღნაგობა და სტაბილური მოძრაობის მანერა წარმოაჩენს თქვენს თავდაჯერებულობას. თუ თქვენ მხრებს ჩამოყრით, წარმოიდგინეთ რას იფიქრებს ხალხი თქვენზე?

ხელის ჩამორთმევა
შეხებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სხეულის ენაში. თუკი ამას გააკეთებთ “ცუდად” არ შედგება შეთანხმება ან პირიქით, თუ ამას სწორად გააკეთებთ – დიდი შანსია, რომ ბიზნეს-შეხვედრისას მოიპოვებთ წარმატებას.
“მსოფლიოს რეგიონების უმეტესობაში ხელის ჩამორთმევა ბიზნესში ითვლება ნორმად და ამის წყალობით თქვენ შეგიძლიათ წარმოდგენა იქონიოთ ადამიანზე – დომინირებს ის თუ არა, აგრესიულია თუ პასიური გარიგების საკითხში”- ამბობს ექსპერტი

ერთი გაფრთხილება: თვალყური ადევნეთ “ძალაუფლებისთვის ბრძოლას”
მიაქციეთ ყურადღება: ხელის ჩამორთმევის დროს ზოგიერთი ადამიანი ცდილობს, რომ მისი ხელი ზემოდან მოექცეს. ეს მოწმობს იმას, რომ მას სურს იყოს მთავარი. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც მორჩილად დაგითმობენ “უპირატესობას”.
ასევე ყურადღება მიაქციეთ ხელის ჩამორთმევისას რას აკეთებს „თავისუფალი“ ხელი. იყენებს თუ არა ადამიანი მეორე ხელს? – მაგალითად მეგობრულად გარტყამთ მყარზე ან ხელის ჩამორთმევისას იყენებს ორივე ხელს.
” რაც უფრო მაღლაა აწეული თავისუფალი ხელის მხარი მით დიდია “ბრძოლა ძალაუფლებისთვის”
„ძალაუფლებისთვის ბრძოლის“ კლასიკური მაგალითი იყო ჯორჯ ბუში და ტონი ბლერი. ყოველთვის საინტერესო იყო მათი თვალყურის დევნება, თუ რომელი დაადებდა მხარზე ხელს ან რომელი შევიდოდა კარში პირველი.
გახსოვდეთ კიდევ ერთი რამ: არასოდეს დაიჭიროთ იმ ხელში სასმელი, რომლითაც ადამიანებს ესალმებით. ისინი შეიგრძნობენ ცივ, ნოტიო ხელს. ეს კი ცუდ შთაბეჭდილებას შეუქმნით თქვენზე.
გახსოვდეთ კიდევ ერთი რამ: არასოდეს დაიჭიროთ იმ ხელში სასმელი, რომლითაც ადამიანებს ესალმებით. ისინი შეიგრძნობენ ცივ, ნოტიო ხელს. ეს კი ცუდ შთაბეჭდილებას შეუქმნით თქვენზე.
შეხება
არასოდეს შეეხოთ ხელით საკუთარ სახეს. ეს ჟესტი სიცრუის, არაგულახდილობისა და უნდობლობის ნიშანია..
ტონალობა
ტონალობა
თქვენი ხმის ტონი წარმოადგენს არავერბალური კომუნიკაციის უდიდეს ნაწილს.
თუ თქვენ ცდილობთ ვინმე დაარწმუნოთ რაიმე საკითხში, ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ტონალობას. როცა თქვენ ბრძანებას გასცემთ ან განცხადებას აკეთებთ, თქვენი ხმა უნდა დაბლდებოდეს წინადადების ბოლოს. ამრიგად, თუ თქვენ ვინმეს დარწმუნებას ცდილობთ, ჯერ თავად დარწმუნდით, რომ სწორი ტონით საუბრობთ. გარდა ამისა, ყურადღება მიაქციეთ: თუ ადამიანი ცდილობს თქვენს მოტყუებას, ის ტონს ამაღლებს წინადადების ბოლოს.

ტანისამოსი
წითელი და ყვითელი – ძალაუფლების ფერებია, ამიტომ ფრთხილად იყავით მათი შერჩევისას. მათ შეუძლათ გამოხატონ როგორც თქვენი თავდაჯერებულობა, ასევე ქედმაღლური დამოკიდებულებაც.
დაუცველობის შეგრძნება
დაუცველობის შეგრძნება
ყურადღება მიაქციეთ რა მდგომარეობაშია თქვენი კოლეგის ან კლიენტის კალამი ან სათვალე. როგორ უჭირავს მას პორტფელი ან წიგნი? დააკვირდით მის ქცევას, ეს მოგცემთ პასუხს- თუ როგორ უდგება ის მოლაპარაკებებს, დაგანახებთ თავდაჯერებულია თუ არა საქმეში.
“როდესაც ჩვენ თავს დაუცველად ვგრძნობთ, ჩვენ ვფარავთ კისრის მიდამოებს. როცა სხვა გრძნობს დაუცველობას, ის ცდილობს „თავდაცვას“ და გულ-მკერდთან ახლოს იჭერს წიგნს, ქაღალდებს ან სხვა ნივთებს ან ეხება ამ ნივთებით კისერს.
ფეხზე დგომა

თუ თქვენ გსურთ მიაღწიოთ საუკეთესო შედეგს ბიზნეს ურთიერთობებში, გადადგით პატარა ნაბიჯი მარცხნივ ისე, რომ თქვენი მარჯვენა თვალი იყოს ზუსტად მოსაუბრის მარჯვენა თვალის მოპირდაპირედ. ჰოპი აღნიშნავს, რომ ადამიანების 75% თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობს, როცა მოსაუბრისგან მარჯვნივ დგანან.
No comments:
Post a Comment