ჩვენ ხშირად გვიწევს საინტერესო, უჩვეულო ამბების მოყოლა, რომელთა მონაწილე
ნებსით თუ უნებლიეთ გავხდით ან იმ ამბების გადმოცემა, რომლებიც თავს თქვენს ნაცნობებს
გადახდათ.
ორივე შემთხვევაში, მონაყოლმა თხრობის სახე უნდა მიიღოს. თხრობას უკოდებენ
ზეპირი სიტყვის ისეთ ფორმას, რომელშიც ლაპარაკია რაიმე საინტერესო მოვლენის, ამბის,
საქციელის ან მოქმედების შესახებ.
ჩვეულებრივ, ეს არის ამბავი, რომელსაც გააჩნია სიუჟეტი, მოქმედი პერსონაჟები
და პასუხობს კითხვებზე - რა მოხდა, ვინ და როგორები იყვნენპერსონაჟები, როგორ განვითარდა
მოვლენა, რით დამთავრდა და ა.შ.
რომ მოემზადოთ
ამბის მოსათხრობად, საჭიროა შემდეგი წესების დაცვა.
¾
უნდა დაიწყოთ შესავლით, რომელიც შეიცავს მონაცემებს
მოქმედების ადგილისა და მისი მონაწილეების შესახებ. კონკერეტულად შეგიძლიათ დაიწყოთ
ასე.
„მე
მოგიყვებით საინტერესო შემთხვევას, რომელიც მოხდა სად? როდის? ვისთან?
¾
იმ საერთო ვითარების, გარემოების აღწერა, სადაც განვითარდა
კონკრეტული შემთხვევა
„ჩვენ
გავემგზავრეთ ქალაქგარეთ დასასვენებლად, შესანიშნავი ამინდი იყო თუმცა ოდნავ ღრუბლიანი...“
¾
თანმიმდევრული, დეტალური გადმოცემა კონკრეტული შემთხვევისა,
ანუ საფუძვლიანი , ყოვლემხრივი აღწერა თავსგადახდენილი ამბისა.
¾
განსაკუთრებით აღნიშნეთ მონაწილეთა დამოკიდებულება და ქცევა მოვლენის, შემთხვევის მიმართ.
„თავდაპირველად
არავინ არ მიაქცია ყურადღება, შემდეგ ყველანი ავღელდით, ქალები (გოგონები) შეშინდნენ
კიდეც, როდესაც ყველაფერი გაირკვა დავწყნარდით... შემდეგ ყველა ჩვენგანისთვის ეს მოვლენა
სასაცილოდ იქცა... შემდეგ სამაზე ყველანი ვიცინოდით.“
¾
აღწერეთ, რით დამთავრდა ამბავი, როგორ გაიხსნა კვანძი.
¾
კვანძის გახსნის შემდეგ უნდა გააკეთოთ საერთო დასკვნა.
„აი ასეთი საინტერესო, უცნაური, სასაცილო და მოულოდნელი
ისტორია (ამბავი) გადაგვხვდა თავს...“
ეს წესები მიგვანიშნებენ ამბის თხრობის მხოლოდ ძირითად თავისებურებებზე, ვინაიდან პუნქტების ზუსტი თანმიმდევრული დაცვა აუცილებელი
არ არის ინტერესის გასაძლიერებლად დასაშვებია პუნქტების გადაადგილება, გაერთიანება
ან საერთოდ ამოღება. მაგალითად თხრობის დროს შესაძლოა მე-3 და მე-4 პუნქტების გაერთიანება
დასკვნის ამოღება და ა.შ.
თუ თქვენ ყვებით
ნანახ ამბავს, ამ შემთხვევაში საჭიროა:
¾
უფრო მეტი წვრილმანების; ნიუანსების აღნიშვნა;
¾
საგნების, მოქმედი პირების გარეგნული ნიშნების აღწერა,
ეპითეტების, რიტორიკული ხერხების უხვად გამოყენება;
¾
მომხდარი ამბის სხვადასხვა ეტაპზე ემოციების აღწერა;
¾
ლაპარაკი საკმარისი ემოციურობით.
ზოგჯერ ჩვენ გვიწევს გამოგონილი ამბის მოყოლა, რომლის დანიშნულებაათანამოსაუბრის
გართობა, მხიარული ვითარების შექმნა. მაგრამ, ამავე დროს , ის შესაძლოა რაიმეზე გვაფრთხილებდეს,
გვიბიძგებდეს რაღაც მოქმედებისკენ. აქ შეიძლება წამოიჭრას კითხვა: გვაქვს თუ არა ასეთი
ამბის მოყოლის მორალური უფლება? თუეს ქმნის
ადამიანთა შორის კეთილ, სასიამოვნო განწყობას, არ არღრვევს ეთიკურ ნორმებს, მაშნ ჩვენი
აზრით, ასეთი ამბის თხრობაში არაფერი დასაძრახი არ არის.
გარდა ამისა, გამოგონილ ამბავს ერთგვარი სასწავლო ღირებულებაც გააჩნია.
მის ოსტატურად მოყოლა ხელს უწყობს ზეპირი სიტყვის კარგად ფლობას, მჭევრმეტყველობის
სრულყოფას და საერთოდ, ორატორული ხელოვნების
დაუფლებას.
გამოგონილი ამბის მოყოლისას საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ ის მსმენელისათვის
საინტერესო და დამრიგებლური უნდა იყოს. ხოლო მათი დამოკიდებულება და განწყობა ამ ამბის
მიმართ დადებითი.
გამოგონილი ამბის
თხრობისას უნდა ილაპარაკოთ:
¾
ემოციურად
¾
გააზრებულად
¾
სინამდვილესთან მიმსგავსებულად
¾
დამაჯერებლად
¾
დიდი პაუზების, ენის ბორძიკის გარეშე.
No comments:
Post a Comment