გასართობ გამოსვლად (სიტყვად) ითვლება ისეთი საჯარო სიტყვა, რომლის მიზანია,
გაართოს, გაამხიარულოს და დადებითად განაწყოს მსმენელი.
ასეთი საჯარო სიტყვის მეშვეობით უნდა შეიქნეს ისეთი ვითარება, რომელიც
დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალებას მოგცემთ.
გასართობი საჯარო სიტყვა ხელს უნდა უწყობდეს მსმენელებში ყურადღებისა და
ინტერესის გამახვილებას, ის სიცილსა და მხიარულებას უნდა იწვევდეს, უქმნიდეს მსმენელებსდადებით
შთაბეჭდილებას, გამოსვლის მთელი პერიოდის მანძილზე. უნდა იყოს თავშესაქცევი და სასიამოვნო,
უნდა ქმნიდეს მსმენელებს შორის კარგ ოპტიმისტურ გარემოს.
გასართობი სიტყვის ძირითადი თავისებურებებია:
1)
უკონფლიქტობა, არავითარ შემთხვევაში, არავის, არ უნდა
მიაყენოს შეურაცხყოფა. არავინ არ უნდა დაამციროს. არ უნდა შეიცავდეს კრიტიკას დამსწრეთა
მიმართ.
2)
საჭიროა თხრობის განმავლობაში მსმენელთა „ხელში ავანა“,
ყურადღების მიპყრობა.
3)
გასართობი სიტყვა უნდა იყოს მოკლე მაგრამ არა მწირი.
4)
ორგანულად უნდა იყოს შერწყმული სერიოზული და სახუმარო.
უნდა ჭარბობდეს იუმორი
5)
ეფექტურია დაკარგ გავლენას ახდენს მთხრობელის ან დამსწრეთა
პირადი ცხოვრებიდან მაგალითების მოყვანა.
6)
გასართობ სიტყვას, უნდა ახლდეს ირონია. უფრო მეტად საკუთარ
თავზე.
7)
გასართობი სიტყვა გაზვიადების ელემენტებს უნდა შეიცავდეს.
მასში შედარებები და მეტაფორები (შედარების ფარული ხერხი) უნდა ჭარბობდეს.
8)
წარმოითქმება კონსპექტის გარეშე.
9)
უნდა წარმოითზვას გამართულად, სხაპასსუპით, ენის ბორძიკის
გარეშე იმპროვიზირებულ სტილში.
10) უნდა
გაჩნდეს წინასწარ გააზრებული დასასრული, სახუმარო მოწოდება, მორალური დასკვნა .
სასაცილო საინტერესო ფაქტი თქვენი
ან თქვენი ნაცნობის რეალური ცხოვრებიდან აღებული და გამოსვლაში მოყვანილი, ყურადღების
მიპყრობის ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რადგან თქვენს გარდა ის ყველასათვის უცნობი იქნება და თქვენს
მოთხრობას დამსწრეთათვის მეტად ღირებულსა და საინტერესოს გახდის.
სასაცილო, საინტერესო ცხოვრებიდან
აღებული შემთხვევის, ამბის თხრობას იწყებენ შესავლით.
-
„მინდა მოგიყვეთ ერთი სასაცილო შემთხვევა ჩემი (ან ჩემი
ნაცნობის...) ცხოვრებიდან.“
-
სხვათა შორის, ამ თემასთან დაკავშირებით, მე მქონდა
ერთი მეტად საინტერესო შემთხვევა...)
ასეთი სახის მოთხრობა უნდა იყოს მოკლე,
სხარტად მკაფიოდ წარმოთქმული. უნდა ახლდეს შემთხვევის ადგილისა და დროის აღწერა. მონაწილეთა
სახელებიდა გვარები, მათი საინტერსო თვისებების მოკლე დახასიათებით და ა.შ.
მეტად მნიშვნელოვანია თხრობის დაბოლოება
მორალური დასკვნით ან ფრაზით, რომელიც შემთხვევას ხდის მისაბაძ, ან პირიქით, საჩოთირო
მაგალითად:
-
„აი ეს ისტორია შემემთხვა...“
-
„ამის შემდეგ გადავწყვიტე... „
-
„მეგობრებო გირჩევთ ერიდოთ ასეთი რამის ჩადენას ...“
თხრობის დამთავრების შემდეგ გააკეთეთ
პაუზა მსმენელთა რეაგირებისთვის და მოემზადეთ სასაცილო კითხვებზე პასუხის გაცემისთვის.
No comments:
Post a Comment